ნაზი კექსი შესქელებული რძით. ყველა დროის რეცეპტი

1043

საკმარისია, შესქელებულ რძეზე მომზადებული კექსი ერთხელ გასინჯოთ, რომ დესერტი სამუდამოდ შეგიყვარდეთ. Gastronomia.ge–ს რედაქცია გირჩევთ, გასინჯოთ კექსი შესქელებული რძით – ნაზი, ჰაეროვანი და უჩვეულოდ არომატული! რეცეპტი ხელმისაწვდომია, ხოლო კექსი წარმოუდგენლად გემრიელია. ხშირად მოამზადეთ და ოჯახის წევრები გაახარეთ.

ინგრედიენტები:

  • 1 ქილა შესქელებული რძე
  • 4 კვერცხი
  • 40 გრ კარაქი
  • 70 მლ არაჟანი (სურვილისამებრ)
  • 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 190 გრ ფქვილი
  • 1 პაკეტი ვანილის შაქარი ან დანის წვერით ვანილი

მომზადების წესი:

  1. კვერცხი სქელ, მყარ ქაფამდე ათქვიფეთ. შესქელებული რძე ჩაასხით და ოდნავ გამდნარი კარაქი დაუმატეთ. ცოტა არაჟანი შეგიძლიათ დაუმატოთ. ყველაფერი კარგად აურიეთ. მიქსერით შეგიძლიათ ათქვიფოთ.
  2. ფქვილი აუცილებლად გაცერით, გამაფხვიერებელი დაუმატეთ. ახლა ნარევს დაუმატეთ. ვანილის შაქარი არ დაგავიწყდეთ.
  3. ფორმაში საცხობი ქაღალდი ან პერგამენტი ჩააფინეთ. თუ ასეთი არ გაქვთ, ფორმას უბრალოდ კარაქი წაუსვით. ცომი ჩაასხით და წინასწარ გახურებულ ღუმელში აცხვეთ.
  4. 190 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთით აცხვეთ, შემდეგ 170 გრადუსზე – კიდევ 25 წუთი. კექსი ფორმაში 10 წუთით გააჩერეთ, გააგრილეთ. კექსი შესქელებული რძით მზადაა! ახლა სილამაზისთვის შაქრის ფხვნილი მოაყარეთ, თუმცა დესერტი ამის გარეშეც გემრიელია.
  5. კარგ ჩაის სმას გისურვებთ, გემრიელად მიირთვით!