აი როგორ უნდა მოამზადოთ იდეალური გოზინაყი

2391

გოზინაყი ახალი წლის ნუგბარია. 31 დეკემბერს მას ნებისმიერ ქართულ ოჯახში დააგემოვნებთ. ეს კარამელიზებული თაფლისა და ნიგვზისგან მომზადებული ტკბილეულია, რომლის გაკეთებასაც ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. იდეალური გოზინაყი უნდა იყოს ღია ფერის, არომატული და მსხვრევადი.

ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა თაფლი
  • 5 ჭიქა დათლილი ნიგოზი
  • 1 ს.კ. შაქარი

მომზადების წესი:

  1. თაფლი ჩავასხათ თუჯის ქვაბში ან ღრმა ტაფაში და წამოვადუღოთ დაბალ ცეცხლზე. როცა ქაფს მოიყენებს, გადმოვდგათ და ბოლომდე გავაგრილოთ. ეს პროცედურა 2-ჯერ გავიმეოროთ, მესამედ კი ვხარშოთ შესქელებამდე.
  2. ცოტაოდენი თაფლი ამოვიღოთ და ჩავასხათ ცივი წყლით სავსე ჭიქაში, თუ მასა გამაგრებული და მსხვრევადია, მზადაა. დავუმატოთ შაქარი, დათლილი ნიგოზი და ავურიოთ. ვშუშოთ 1-2 წუთი, შემდეგ კი გადმოვიტანოთ წყლით დანამულ პერგამენტის ქაღალდზე, გავაბრტყელოთ და რომბებად დავჭრათ.

სხვა ვარიანტი 

ნუშის გოზინაყის მოსამზადებლად საჭიროა იმავე პროპორციით ავიღოთ ნუში და თაფლი, როგორც ეს გოზინაყის რეცეპტშია მითითებული. თუ კანგაცლილი ნუში არ გვაქვს, მაშინ 5-6 წუთით ჩავუშვათ მდუღარე წყალში, შემდეგ ამოვიღოთ, კანი მოვაშოროთ და ვაცალოთ გაშრობა. ნუში დავჭრათ, ოდნავ მოვხალოთ და გოზინაყის რეცეპტში აღწერილი მეთოდის მიხედვით მოვამზადოთ.