არნახულად გემრიელი “ნაპოლეონი” ბეზეთი და შედედებული რძით. იჭრება კარაქივით, დნება პირში

1906

თუ ყოყმანობთ და არ იცით რა დესერტი მოამზადოთ, რათა გაუმასპინძლდეთ სტუმრებს ან ოჯახის წევრებს, გირჩევთ, იხელმძღვანელოთ ჩვენი დღევანდელი ინსტრუქციით. უგემრიელესი “ნაპოლეონი” ხრაშუნა ქერქით, შედედებული რძითა და ძალიან მსუბუქი კრემით ყველას მოეწონება. ის იმდენად გემრიელი გამოდის, საკმარისი არასდროს არის.

ასე მომზადებული ნაპოლეონი, დარწმუნებული ვარ, ჯერ არ გექნებათ გასინჯული, თუმცა პირობას გაძლევთ, იმედები არ გაგიცრუვდებათ. მისი გემო და არომატი ყველა სტუმარზე დიდ შთაბეჭდილებას დატოვებს.

ინგრედიენტები:

  • 550 გრამი ხორბლის ფქვილი
  • 1,5 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 300 გრამი მარგარინი
  • 200 გრამი არაჟანი
  • 6 ცალი კვერცხის გული
  • 6 ცალი კვერცხის ცილა
  • 270 გრამი შაქარი
  • 200 გრამი ნიგოზი
  • 500 გრამი კარაქი
  • 400 გრამი მოხარშული შედედებული რძე
  • 400 გრამი შედედებული რძე

მომზადება:

1. შეუდექით ცომის ამოყვანას. პირველ რიგში, შეურიეთ გამახვიერებელი და ფქვილი ერთმანეთში. ნარევის დიდი ნაწილი გადაიტანეთ ღრმა ჭურჭელში და წვრილი სახეხის გამოყენებით მოახეხეთ ზედ კარაქი, მოაყარეთ ზემოდან ფქვილისა და გამაფხვიერებლის ნარევის მეორე ნახევარი და კარგად ზილეთ ეს მასა ხელებით რამდენიმე წუთის განამვლობაში.

2. ცალკე ჭურჭელში ათქვიფეთ კვერცხის გულები არაჟანთან ერთად და მიღებული მასა ჩაამატეთ ფქვილის მასაში. ჭურჭელს გადააკარით სტრეჩი (საკვების პლიონკა) და დააყოვნეთ მაცივარში 30 წუთით.

3. კვერცხის ცივი ცილა თქვიფეთ თეთრი ქაფისებრი მასის მიღებამდე, ჩაამატეთ შაქარი და განაგრძეთ რევა იქამდენ, სანამ ინგრედიენტები ერთმანეთში კარგად არ გაიხსნება და ქაფი შედარებით ბლანტი არ გახდება.

4. ბლენდერის გამოყენებით კარგად დაფქვით ნიგოზი და ფრთხილად ჩაამატეთ ის ათქვეფილ ცილაში.

5. 30 წუთის შემდეგ ცომი გამოიღეთ მაცივრიდან, ხელებით კარგად დაზილეთ და შემდეგ გაყავით 8 თანაბარ ნაწილად.

6. პერგამენტის ქაღალდზე გადმოიტანეთ ცომის პირველი გუნდა, ზემოდან დააფარეთ კიდევ ერთი საცხობი ქაღალდი და კარგად გააბრტყელეთ. მოაშორეთ ფირფიტას პერგამენტის ქაღალდი, რომელიც ზემოდან დავაფარეთ და ხელებით მიეცით მას ლამაზი მრგვალი ფორმა. საჭიროების შემთხვევაში, დანით მოაჭერით მას გვერდები.

7. ცომის ზედმეტი ნაჭრები არ გადაყაროთ, მათ სართავად გამოვიყენებთ ან დამატებით მე-8 ფირფიტას მოვამზადებთ. ცომის ფირფიტას წაუსვით ზემოდან ცილისა და ნიგვზის ნარევი და მოათავსეთ 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში გამოსაცხობად 20 წუთით.

8. გამოაცხვეთ იგივენაირად 5 ფირფიტა. დაღცენილ 2 ფირფიტაზე ზემოდან ცილის გადასმა არ არის საჭირო.

9. ახლა კი დროა, კრემის მომზადებას შეუდგეთ. კარგად ათქვიფეთ დარბილებული კარაქი მოხარშულ შედედებულ რძესთან ერთად. ორივე ინგრედიენტი აუცილებლად უდნა იყოს ერთი ტემპერატურის, ცივი. მიღებულ ნარევში ჩაამატეთ ჩვეულებრივი შედედებული რძე და კარგად თქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.

10. რიდესაც ფირფიტები გაცივდება, დაიწყეთ ტორტის აწყობა: პირველი ფენა უნდა იყოს ცილასთან ერთად გამომცხვარი ცომის ფირფიტის, შემდეგ კრემი, კვალვ ფირფიტა და ა.შ. ბოლოს დაადეთ ფირფიტა, რომელიც ათქვეფილი ცილის გარეშე გამოვაცხვეთ როდესაც ბოლო ფირფიტასაც გამოიყენებთ, გარედან გვერდებზეც და თავზეც კარგად მოუსვით კრემი.

11. მორთეთ ჩვენი “ნაპოლეონი” მერვე დაფქული ფენით ან ნებისმიერი, თქვენთვის სასურველი სართავით. გემრიელად მიირთვით!

პირობას გაძლევთ, ასეთი “ნაპოლეონის” გემო აუცილებლად შეგიყვარდებათ.

თუ მოგეწონათ რეცეპტი, არ დაგავიწყდეთ მისი გაზიარება მეგობრბისთვის!