ფაფუკი ნამცხვარი ხაჭოსა და ყაყაჩოს შიგთავსით

1017

ალბათ რთულია ისეთი ადამიანის მოძებნა, რომელსაც ყაყაჩოსგან მომზადებული დესერტი არ უყვარს.

ინგრედიენტები

ცომისთვის

  • კარაქი 100გ
  • შაქარი 50გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
  • ვანილი გემოვნებით
  • ფქვილი 200გ

შიგთავსისთვის

  • ხაჭო 500გ
  • ყაყაჩო 120გ
  • შაქარი 150გ
  • კვერცხი 2 ცალი
  • სახამებელი 2 სუფრის კოვზი

მომზადება

  1. გამრვალ კარაქს დაუმატეთ შაქარი, კვერცხი, ფქვილი და გამაფხვიერებელი.
  2. მოზილეთ ცომი, გადაანაწილეთ ფორმაზე (ფორმა ამოფინეთ პერგამენტით), აუცილებლად ამოიყვანეთ კუთხეები.
  3. მაცივარში მოათავსეთ 30 წუთი.
  4. ყაყაჩოს დაასხით ცხელი წყალი 20 წუთი, გადაასხით წყალი და ყაჩო მოათვსეთ თუშფალანგზე.
  5. ხაჭო დააბლენდერეთ, დაუმატეთ კვერცხი და სახამებელი, მოურიეთ.
  6. ხაჭოს მასა გაყავით ორ ნაწილად (ერთი 120გ, მეორე 150გ), მცირე მასის ნაწილს დაუმატეთ ყაყაჩო.
  7. თუ შიგთავსი გამოგივათ ძალიან სქელი, გაათხელეთ არაჟნით.
  8. მაცივრიდან გამოიტანეთ ცომი, რიგრიგობით მოათავსეთ შოგთავსი. ერთი კოვზი ყაყაჩო, შემდეგ ერთი კოვზი თეთრი მასა.
  9. შიგთავსი თვითონ გადანაწილდება.
  10. ხის წკირი გადაატარეთ ნამცხვარს, რათა მიიღოთ ნახატი. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 1 საათი.

გემრიელად მიირთვით!