როგორ მოვამზადოთ “ზარმაცების” ტოლმა

2449

გემრიელი და წვნიანი “ზარმაცების” ტოლმა განსაკურებით კარგი გამოგივათ, თუ მას ხორბლის  მარცვლეულით მოამზადებთ.

როგორ მოვამზადოთ “ზარმაცების” ტოლმა

ტოლმის მომზადების უამრავი ვარიანტი არსებობს, მაგრამ ნებისმიერ რეცეპტში მთავარი და აუცილებელი ინგრედიენტები ფარში და კომბოსტოა.

დღეს ჩვენ გასწავლით, როგორ მოამზადოთ ზარმაცების ტოლმა. მისი მომზადება შეგიძლიათ როგორც ღუმელში, ასევე ქურაზე.

ინგრედიენტები

  • 500 გრ ქათმის ფარში
  • 400 გრ კომბოსტო
  • 60 გრ ხორბლის მარცვლეული
  • 1 ც დიდი ზომის ხახვი
  • 1 ც კვერცხი
  • მარილი, შავი წიწაკა და წითელი პილპილი გემოვნებით
  • 200 გრ არაჟანი
  • 2 ს.კ. პომიდვრის პასტა
  • 3 კბილი ნიორი
  • 200 მლ წყალი

მომზადების წესი

1. პირველ რიგში, ნახევრად მოხარშეთ ხორბლის მარცვლეული. ხარშეთ იგი 15 წუთის განმავლობაში.

2. სანამ მარცვლეული იხარშება, მოამზადეთ დანარჩენი ინგრედიენტები. დაიწყეთ კომბოსტოთი, დაჭერით იგი ძალიან წვრილად, დაუმატეთ ცოტა მარილი და ხელით კარგად მოურიეთ.

3. კომბოსტოს დაუმატეთ ქათმის ფარში და დაბლენდერებული ხახვი და კარგად მოურიეთ. შემდეგ დაუმატეთ ნახევრად მოხარშული მარცვლეული, კვერცხი, მარილი, შავი წიწაკა და წითელი პილპილი.

4. აურიეთ ყველა ინგრედიენტი და მიეცით ტოლმას საშუალო ზომის კოტლეტების ფორმა.

5. საცხობ ლანგარს წაუსვით კარაქი და დაალაგეთ მასზე ტოლმა ისე, რომ თითოეული ერთმანეთისგან პატარა მანძილით იყოს დაშორებული.

6. ახლა კი სოუსის მომზადების დროა. შეურიეთ ერთმანეთს 200 გრ არაჟანი, პომიდვრის პასტა, წიწაკა და დაჭყლეტილი ნიორი.

7. კარგად მოურიეთ და დაასხით 200 მლ ცხელი წყალი და მარილი. შემდეგ კი ეს ნაზავი ზემოდან მოასხით ტოლმას.

8. ტოლმით სავსე საცხობ ლანგარს ზემოდან გადააფარეთ ფოლგა და შედგით 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში.

9. გამოაცხვეთ ტოლმა ნახევარი საათი ფოლგით, შემდეგ კი 20 წუთი ფოლგის გარეშე.

გემრიელი და წვნიანი ზარმაცების ტოლმა მზადაა. გემრიელად მიირთვით!