უმარტივესი ღვეზელი კეფირით და კვერცხით

1131

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ ძალიან მარტივად მოსამზადებელი ღვეზელის რეცეპტს.

კეფირით და კვერცხით მომზადებული მადისაღმძვრელი ღვეზელი

ამ უმარტივესი ღვეზელის გამოსაცხობად მხოლოდ ინგრედიენტის ერთმანეთში არევა, საცხობ ფორმაში მოთავსება და ღუმელში გამოცხობაა საჭირო.

ამ ღვეზელის მომზადება შესაძლებელია თითქმის ყველაფრით, რასაც მაცივარში იპოვით.

ინგრედიენტები

  • 250 მლ კეფირი
  • 2 კვერცხი
  • 150 გრ ფქვილი
  • 10 გრ გამაფხვიერებელი
  • 1 მწვანე ხახვი
  • 100 გრ ძეხვი
  • 80 გრ მაგარი ყველი
  • 25 გრ კარაქი
  • მარილი

მომზადების წესი

1. ამ ღვეზელის ცომი ძალიან სწრაფად მზადდება, ამიტომ უმჯობესია ჯერ შიგთავსი მოამზადოთ. თავდაპირველად დაჭერით ძეხვი და ყველი კუბებად, ხოლო ხახვი წვრილად დახეხეთ.

შიგთავსისთვის ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სოკო, ფარშირებული ხორცი, დაკონსერვებული საკვები ან თქვენი საყვარელი მწვანილი.

2. ახლა კი დროა მოამზადოთ ცომი. თასში შეურიეთ კვერცხი, კეფირი, ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი. შემდეგ დაუმატეთ შიგთავსი. საცხობ ფორმაზე წაუსვით ზეთი მასზე გადაიტანეთ მიღებული მასა.

3. კეფირის ღვეზელის გამოცხობა შეგიძლიათ როგორც ღუმელში, ასევე ე.წ. “მულტიმზარეულში”. ღუმელში გამოცხობის შემთხვევაში, ღვეზელი ნახევარი საათის განმავლობაში, 180 გრადუსზე უნდა მომზადდეს.

4. გამოცხობის შემდეგ ზემოდან წაუსვით კარაქი და ღვეზელიც მზადაა!

ჩვენს საიტზე იხილავთ უამრავ სწრაფ რეცეპტს, რომელიც დაგეხმარებათ, რომ მზად იყოთ, თუ კი სტუმარი მოულოდნელად გეწვევათ.