აი, ასე მარტივად შეგიძლიათ მაიონეზის სახლში მომზადება

2231

მაიონეზის შემადგენლობაში ძირითადად მცენარეული (მზესუმზირის) ზეთია, რომელიც 70 %-მდე აღწევს, მასში შედის აგრეთვე კვერცხის გული, შაქარი, ძმარი, მზა მდოგვი, მარილი, სანელებელი.

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით როგორ მოამზადოთ გემრიელი მაიონეზი სახლის პირობებში.

ინგრედიენტები:

  • მცენარეული ზეთი – 1/2 ჩაის ჭიქა
  • 1 კვერცხის გული
  • ძმარი – 1 ს.კ.

მომზადების წესი:

  1. ფაიფურის ან ქაშანურის ჭურჭელში მოათავსეთ უმი კვერცხის გული, მიუმატეთ მარილი და უმჯობესია  ხის ნიჩბით თუ  აურევთ (თუ გსურთ, რომ საწებელი იყოს უფრო ცხარე, მაშინ აურიეთ შიგ 1/4 ჩაის კოვზი გამზადებული მდოგვი ).

2. შემდეგ პატარ-პატარა ულუფით (თითო ჩაის კოვზი) დაასხით მცენარეული ზეთი და ყოველი მისი მიმატებისას კარგად ურიეთ კვერცხის გულში. როცა კვერცხისა და ზეთისგან  წარმოიქმნება ერთგვაროვანი მოსქო მასა, მიუმატეთ ძმარი.

3. საწებელს უნდა ჰქონდეს სქელი არაჟნის სისქე. თუ საწებელი ზედმეტად სქელია, მაშინ მიუმატეთ 1 სუფრის კოვზი თბილი წყალი.

4. მაიონეზის  საწებელი სუფრაზე მიიტანეთ თევზისა და ხორცისგან მომზადებულ საჭმელთან ერთად. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ სალათის და ვინეგრეტის სანელებლად.