თურქული დესერტის უმარტივესი ვარიანტი

716

მანანის ბურღულისგან მოსაწყენი ფაფის გარდა უამრავი საინტერესო კერძის მომზადება შეიძლება. ფუნთუშებისთვის და ნამცხვრებისთვის ეს პროდუქტი შეუცვლელია. დღეს მე გასწავლით “მოხარშული შაქრის” მომზადებას, რომლისთვისაც მანანის ბურღული დაგვჭირდება.

ინგრედიენტები

  • 1ლ რძე
  • 2 ჭიქა + 6 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 ჭიქა მანანის ბურღული
  • 3 ქათმის კვერცხი
  • 2 ლიმონი
  • 1 ლიმონის წვენი
  • ნიგოზი გასაფორმებლად

მომზადება

1.კვერცხს დაუმატეთ 2 ჭიქა შაქარი, მანანის ბურღული და ათქვიფეთ,

2.ცალკე ჯამში გახეხეთ ლიმონი.

3.ცომს დაუმატეთ რძე და მოათავსეთ ცეცხლზე. არ დაგავიწყდეთ მორევა. ადუღებულ მასას დაუმატეთ გახეხილი ლიმონი.

4.მოხარშეთ და შეფუთეთ მანანის ბურღული.

5.პატარა ქვაბში მოათავსეთ 6 სუფრის კოვზი შაქარი და ლიმონის წვენი. დადგით ცეცხლზე და დაელოდეთ გამუქებას. მოხარშული შაქარი გადაასხით წინასწარ მომზადებულ ფორმაში.

6.ფორმაში შემდეგ ფენად მოათავსეთ ცომი და თანაბრად გადაანაწილეთ. შეინახეთ 1 საათი საყინულეში.

7.გადმოაბრუნეთ დესერტი, მოაყარეთ ნიგოზი და გააფორმეთ გემოვნებით.

გემრიელად მიირთვით!