აჯიკის მომზდების უმარტივესი რეცეპტი

2810

ყოველ წელს, როდესაც ვიწყებ კომპოტების, მურაბებისა თუ სოუსების დაკონსერვებას, სიაში პირველ ადგილს ყოველთვის აჯიკა “ზამანიკა” იკავებს. იგი ძალიან სწრაფად მზადდება და მისი შენახვა დიდი ხნითაა შესაძლებელი.

როგორ მოვადუღოთ აჯიკა

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ გემრიელი აჯიკა, რომელიც შეგეძლებათ გამოიყენოთ სხვადასხვა კერძისა და გარნირის მოსამზადებლად.

ინგრედიენტები

  • 3 კგ პომიდორი
  • 8 ც ბულგარული პილპილი
  • 5 თავი ნიორი
  • 1 ჭიქა მზესუმზირის ზეთი
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 1 ს.კ. მარილი
  • 4 ც ცხარე პილპილი

მომზადების წესი

1. გაატარეთ პომიდორი ხორცის მანქანაში და ჩაასხით მოსახერხებელ თასში. დაუმატეთ შაქარი და მარილი და კარგად მოურიეთ.

2. ჩაასხით ქვაბში ზეთი, შემდეგ კი დაუმატეთ პომიდორი და ადუღეთ დაახლოებით 60 წუთი.

3. სანამ პომიდორი ადუღდება, ხორცსაკეპის მეშვეობით დააფქვიეთ ბულგარული პილპილი და ნიორი, დაუმატეთ მიღებული მასა პომიდორს და ადუღეთ დამატებით 15 წუთი.

4. ვისაც გიყვართ ცხარე აჯიკა, შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხარე პილპილი ბულგარულის ნაცვლად, ხოლო უფრო დელიკატური გემოვნების მოყვარულებისთვის რეკომენდებულია ბულგარული პილპილის გამოყენება პომიდვრის ნაცვლად.

5. ცხელი, მზა აჯიკა ჩაასხით სტერილურ ქილებში და მოხუფეთ. ქილები ჩააბრუნეთ, შეფუთეთ ადეალაში და დაელოდეთ, სანამ აჯიკა ბოლომდე გაცივდება.

6. აი, ასეთი მარტივია ძალიან გემრიელი აჯიკის მომზადება. გემრიელად მიირთვით!