ქაშაყის “შუბა” ზარმაცებისთვის. მხოლოდ 2 საბაზისო ინგრედიენტი და შეუდარებელი გემო

1897

საახალწლო სალათი “შუბა” ჩვენს რაციონში დიდი ხანია დამკვიდრდა და მას სხვა დროსაც სიამოვნებით ამზადებენ დიასახლისები. თქვენც გიყვართ ეს გემრიელი სალათი, მაგრამ სამზარეულოში დიდ ხანს ტრიალი არ გსურთ, ეს რეცეპტი სათქვენოა. მოამზადეთ თევზის მარტივი ხემსი “შუბას” მიხედვით, რომელიც სულ რაღაც 10 წუთში მზადდება.

ნაზი ქაშაყი ჭარხლის საფარში მალევე გაქრება თეფშებიდან. სალათი ნებისმიერ სადღესასწაულო სუფრასაც ღირსეულად დაამშვენებს. სცადეთ და თავად დარწმუნდით.

ინგრედიენტები

  • 1 ც ქაშაყი
  • 1 ც ჭარხალი
  • 1 ს.კ. პირშუშხას გახეხილი ძირი
  • 2 ს.კ. მაიონეზი
  • 1 ც ხახვი
  • კამა გემოვნებით

მომზადება

1. გაასუფთავეთ ქაშაყი, მოაცილეთ კანი, ფხა, მოაჭერით თავი და კუდი, დაჭერით წვრილ ნაჭრებად და მოათავსეთ სასალათეზე.

2. მოამზადეთ ჭარხლის ფენა. მოხარშეთ ჭარხალი, გათალეთ და გახეხეთ.

3. შეურიეთ მაიონეზი და პირშუშხა.

4. წაუსვით ქაშაყს მიღებული მასა. მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი და მწვანე ხახვი. შედგით სალათი მაცივარში 30-40 წუთით.

რედაქციის რჩევა: განსაკუთრებულად გემრიელი სალათისთვის უმჯობესია გამოიყენოთ შინ მომზადებული ნელმარილიანი ქაშაყი. ამ სალათის მომზადება მარტივია, კლასიკური რეცეპტისგან კი გემოთი დიდად არ გამოირჩევა. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!