როგორ მოვამზადოთ დამარილებული ლორი სწრაფად, სახლის პირობებში

3158

დღეს ჩვენი რედაქცია მოგითხრობთ, როგორ დაამარილოთ ლორი სწრაფად სახლის პირობებში. მისი მომზადების შემდეგ ლორს აღარასდროს იყიდით.

როგორ მოვამზადოთ უგემრიელესი ლორი სწრაფად

ამ კერძისთვის საჭიროა ლორი ხორცის ფენით. ლორი მზადდება უმარილო წვნიანში, რომელიც შემდეგ შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ თუ მას ხარშვის დროს დაუმატებთ ხახვის კანს, ლორი მიიღებს მოყავისფრო ფერს, თითქოს იგი შებოლილია.

ინგრედიენტები

  • 1 კგ ლორი ხორცის ფენით
  • 1-2 ლ წყალი
  • 25 ც შავი პილპილის მარცვალი
  • 10 კბილი ნიორი
  • 4-5 ც დაფნის ფოთოლი
  • 2-3 ჩ.კ. მარილი
  • მწიკვი ცხარე პილპილი
  • ნებისმიერი სანელებელი ლორისთვის სურვილისამებრ

მომზადების წესი

1. წყლით სავსე ქვაბში ჩაყარეთ 5 ც დაფნის ფოთოლი და შავი პილპილის მარცვლები და ადუღეთ 5 წუთი.

2. დაჭერით ლორი საშუალო ნაჭრებად, მაგრამ კანი არ გააცალოთ. მოათავსეთ იგი მდუღარე წყალში და ადუღეთ 20-40 წუთის განმავლობაში (დამოკიდებულია ლორის სისქესა და ხორცის ფენაზე).

3. იმისათვის, რომ გაიგოთ, მოხარშულია თუ არა, ხორცის ნაწილი გაჭერით დანით, თუ სისხლი არ გამოვა ხორციდან, ესე იგი ლორი უკვე მზადაა.

4. სანამ ლორი იხარშება, გაარჩიეთ ნიორი და აურიეთ მარილსა და სანელებლებში, მიღებული ნაზავი დაალაგეთ ჯერ კიდევ ცხელ ლორზე და მოათავსეთ ქილაში ან კონტეინერში, შემდეგ კი შედგით მაცივარში ერთი დღიით.

5. 24 საათის შემდეგ უგემრიელესი ლორი მზად იქნება.

გემრიელად მიირთვით.