ბოსტნეულის თბილი სალათი მწვადთან: ვიტამინების ნამდვილი საბადო ერთ კერძში

2297

სითბოსთან ერთად გაზაფხულზე არომატული ბოსტნეულის სიუხვეა. ამ დროს შესაძლებლობა გვეძლევა სრულად დავტკბეთ მათი გემოთი და მივიღოთ დიდი ოდენობით ვიტამინები. თუ პიკნიკზე მწვადების შეწვას აპირებთ, გირჩევთ მოამზადოთ თბილი ბოსტნეულის სალათი.

შეგიძლიათ მოამზადოთ შინ და მერე ბუნებაში ფოლგაში გახვეული გააცხელოთ, ან ადგილზევე მოამზადოთ და ზეთით შეანელოთ. ჩვენ სწორედ მეორე ვარიანტს გთავაზობთ, ასე ბევრად უფრო საინტერესო და გემრიელია.

ინგრედიენტები

  • 4 ც ბადრიჯანი
  • 4 ც ბულგარული წიწაკა
  • 4 ც ხახვი
  • 4 ც პომიდორი
  • 1 ც სტაფილო
  • მარილი გემოვნებით
  • 1 ჩ.კ. შაქარი
  • 1 კონა ოხრახუში

მომზადება

1. გარეცხეთ და დაჭერით ბადრიჯანი სიგრძეზე (0,5 სმ), მოათავსეთ მარილიან წყალში და დატოვეთ ცოტა ხნით.

2. გარეცხეთ და დაჭერით დანარჩენი ბოსტნეული ისე როგორც გსურთ.

3. შეწვით ბადრიჯანი ზეთში ორივე მხრიდან და მოათავსეთ ფართო თეფშზე.

4. ცალკე ზეთში შეწვით ჯერ ხახვი, დაუმატეთ დანარჩენი ბოსტნეული პომიდვრის გარდა. ბოსტნეული ძალიან რბილი არ უნდა გამოვიდეს.

5. დაუმატეთ შაქარი, ბოლოს პომიდორი და კიდევ 2-3 წთ მოამზადეთ.

6. მოასხით მასა ბადრიჯანს და მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი, დატოვეთ 5-10 წუთით.

მიირთვით სალათი მწვადთან ერთად. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!