გამორჩეულად და განსაკუთრებით გემრიელი თეთრი ბლის მურაბა, რომლის მომზადების წესს დეტალურად იხილავთ, მოცემულ რეცეპტში.
ინგრედიენტები:
- 1 კგ კურკაგამოცლილი, თეთრი, მკვრივი ბალი
- 1 კგ შაქარი
- 1 ჭიქა წყალი
- 3 ჩ.კ. ვანილი
- 7 მარცვალი დაფქული ილი
მომზადების წესი:
- შაქარს დავასხათ წყალი, დავდგათ საშუალო ცეცხლზე და დუღილისას, გამჭვირვალე ბუშტუკებს რომ დაიყრის, გადმოვიღოთ და ცხელ-ცხელი ბალს დავასხათ. ასე გავაჩეროთ 8 საათის განმავლობაში, შეიძლება მთელი ღამითაც.
- მეორე დილით მურაბა კვლავ ცეცხლზე დავდგათ, დავუმატოთ ილი და შესქელებამდე ვხარშოთ.
- მურაბას ბოლოს შევურიოთ ვანილი და ჩავასხათ ქილებში.
რედაქციის რჩევა:
ძალიან გემრიელია ნიგვზიანი ბლის მურაბა. 1,5 ჭიქა ნიგოზი მსუბუქად მოვხალოთ, დავჭრათ და კურკაგამოცლილ ბლებში მოვათავსოთ, შემდეგ ისე მოვამზადოთ როგორც ზემოთ წერია. თუ ილის არომატი არ მოგვწონს, მურაბას ლიმონის 2-3 თხელი ნაჭერი ჩავახარშოთ.