როგორ მოვამზადოთ შილაფლავი ცხვრის ხორცისგან

5471

შილაფლავი კახური რიტუალური კერძია. ცხვრის ხორცის გარდა, შილაფლავს ამზადებენ სოკოთი, რომელიც სამარხვო ქელეხისთვისაა განკუთვნილი. შილაფლავის რეცეპტი კი ასეთია:

ინგრედიენტები: 

  • 700 გ ცხვრის ხორცი
  • 1-2 ს.კ. წვრილად დაკეპილი ცხვრის დუმა
  • 1 ჭიქა მრგვალი ბრინჯი
  • 5 ჭიქა წყალი
  • 2 ცალი დაფნის ფოთოლი
  • ბაჰარი
  • მარილი
  • პილპილი

მომზადების წესი:

  1. ხორცი წვრილად დავჭრათ და ხახვსა და დუმასთან ერთად მოვშუშოთ, დავასხათ ცოტაოდენი წყალი და ვადუღოთ, სანამ ხორცი დარბილდება.
  2. ხორცს წყალი რომ დაუშრება, დავასხათ 6 ჭიქა წყალი, დავუმატოთ დაფნის ფოთლები, მარილი, პილპილი და ბაჰარი გემოვნებით.
  3. წყალი რომ ადუღდება, ჩავყაროთ ბრინჯი და ვხარშოთ, სანამ ბრინჯი მოიხარშება და წყალი დაშრება.

შილაფლავის მომზადება არც ისე რთულია. ამ რეცეპტით მომზადები 6 ულუფა გამოდის. დრო კი 1,5 სთ დაგჭირდებათ.