სწრაფი ნამცხვარი კეფირზე: უბრალოდ მოურიეთ და გამოაცხვეთ

1977

ძალიან გემრიელი და მარტივი ნამცხვარი კეფირის ცომზე.

მომზადების პრინციპი – ყველაფერი აურიეთ და გამოაცხვეთ.

ინგრედიენტები

  • ხორბლის ფქვილი 200გ
  • კეფირი 250მლ
  • შაარი 100გ
  • კვერცხი 3 ცალი
  • მცენარეული ზეთი 120მლ
  • გამაფხვიერებელი 10გ
  • ჯემი და ნიგოზი

ფორმა დიამეტრით 18სმ, სიმაღლე 4სმ.

მომზადება

  1. ღრმა ჯამში ათქვიფეთ კვერცხი.
  2. დაუმატეთ მცენარეული ზეთი (სუნის გარეშე).
  3. ჩაასხით კეფირი და მოაყარეთ შაქარი.
  4. გაცერით ფქვილი იმავე ჯამში, დაუმატეთ გამაფხვიერებელი.
  5. მოურიეთ კოვზით ერთგვაროვან მასამდე.
  6. ცომი უნდა გამოვიდეს თხევადი.
  7. გამოსაცხობ ფორმას წაუსვით მცენარეული ზეთი.
  8. ცომი ჩაასხით ფორმაში.
  9. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 45-50 წუთი.
  10. მზა ნამცხვარი გააგრილეთ და გადმოიტანეთ ფორმიდან.
  11. ნამცხვარს ზემოდან წაუსვით ჯემი და მოაყარეთ ნიგოზი.

გემრიელად მიირთვით!