მაღაზიაში ხორცის შეძენისას დიასახლისები უპირატესობას ქათმის ბარკალს, გულ-მკერდს და სხვა ნაწილებს ანიჭებენ, კუჭებს და გულებს კი ყურადღებას არ აქცევენ ყურადღებას. არადა, ამ სუბპროდუქტებისგან უგემრიელესი კერძების მომზადება შეიძლება.
დღეს ჩვენ ქათმის გულების კერძის არაჩვეულებრივ რეცეპტს შემოგთავაზებთ: სუნელების ნაზავის არომატი უკვე ზღურბლიდან გახვევს თავბრუს. მოუწყვეთ გემოს რეცეპტორებს დღესასწაული და ასიამოვნეთ ოჯახის წევრები ან სტუმრები!
ინგრედიენტები
- 500 გრ ქათმის გულები
- 80 გრ ხახვი
- 10 გრ ნიორი
- 0,25 ც ბროწეული
- 5 გრ ქინძი
- 0,3 ჩ.კ. ქონდარი
- 2 ს.კ. ზეთი
- 100 მლ წყალი
- 30 გრ კარაქი
- მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება
- გარეცხეთ და წვრილად დაჭერით ქინძი, ნიორი, ხახვი. მოთუშეთ ზეთში ხახვი, დაუმატეთ ნიორი და კიდევ 1 წთ მოამზადეთ.
- ჩაყარეთ ქათმის გულები, დაამატეთ მარილი, პილპილი, ქონდარი და კარგად მოურიეთ.
- დაასხით წყალი, დაახურეთ თავსაფარი და მოთუშეთ 20 წთ.
- მომზადებამდე 1 წუთით ადრე დაუმატეთ კარაქი, ბოლოს კი მოაყარეთ ქინძი.
მირთმევამდე კერძს მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები. კერძს ძალიან უხდება ტყემალი. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!