არც ერთი გრამი მზესუმზირას ზეთი: ქათმის ნაგეთსი, რომელიც შეგიძლიათ გაყინოთ

409

თადარიგიან დიასახლისებს მოულოდნელი სტუმარი არ აშინებთ. მათ ყოველთვის აქვთ სწრაფი წასახემსებელი, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში დაეხმარებათ. დღეს კერძი, რომელიც უბრალოდ საყინულიდან უნდა გამოიღოთ და გაალღოთ, ნამდვილი ხსნაა, როცა ცხოვრების ტემპი ასეთი ჩქარია. ფასდაუდებელია, როცა ასეთი კერძები ნატურალური პროდუქტებისგან დამზადებულია. შეძენილ ნახევრად მზა პროდუქტებზე უფრო გემრიელია.

ქათმის ნაგეთსი ამის ნათელი მაგალითია. ქათმის ხორცი საფანელში, რომელიც მაკდონალდის ქსელში ასეთი პოპულარულია, შეგიძლიათ სახლში და უფრო სასარგებლოდ მოამზადოთ. ღუმელში გამომცხვარი შინაურული ნაგეთსი ზეთში შემწვარს არ ჩამოუვარდება.

ქათმის ნაგეთსი ღუმელში: როგორ მოვამზადოთ

ასეთი კერძი ნამდვილი მხსნელია. შინაურული ნაგეთსი შეგიძლიათ გაყინოთ და საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს გამოიღოთ. გემრიელი ქათმის ხორცი ყოველთვის მომარაგებული გექნებათ. მომზადებას მხოლოდ 15 წუთი სჭირდება.

ინგრედიენტები:

  • 600 გ ქათმის ფილე
  • 1 ს/კ ფრანგული მდოგვი
  • 1 კბილი ნიორი
  • 100 გ ხორბლის ფქვილი
  • 50 გ არაჟანი
  • მარილი გემოვნებით
  • 2 კვერცხი
  • 100 გრ საფანელი

მომზადების წესი:

1. ქათმის ფილე გრძელ ზოლებად დაჭერით.

2. ნიორი დაპრესეთ.

3. დაჭრილ ფილეს წიწაკა და მარილი მოაყარეთ. 20%–იანი არაჟანი, დაქუცმაცებული ნიორი და ფრანგული მდოგვის მარცვლები დაუმატეთ. კარგად აურიეთ და 30 წუთით დასამარინადებლად გააჩერეთ.

4. კვერცხი ათქვიფეთ.

5. ქათმის ფილე ფქვილში ამოავლეთ, შემდეგ კვერცხში და ბოლოს საფანელში.

6. სურვილის შემთხვევაში ნაგეთსი კონტეინერში ერთ რიგად ჩააწყვეთ და გაყინეთ. ცივი ნაგეთსები პარკში ჩააწყვეთ და კვლავ საყინულეში შეინახეთ.

7. აუცილებლობის შემთხვევაში მზა ნაგეთსები ღუმელიდან გამოიღეთ. პერგამენტ დაფარებულ საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ. 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით აცხვეთ.

ქათმის ნაგეთსები ნიორი–ყველის სოუსს იდეალურად ეთავსება. მის მოსამზადებლად 150 გ მდნარი ყველი, 100 მლ რძე, 10 გ კარაქი, 1 კბილი ნიორი და მწიკვი შაქარი აურიეთ და აადუღეთ. შემდეგ სოუსი 1 წუთით ხარშეთ. ცეცხლიდან გადმოიღეთ და გაგრილება აცადეთ. სოუსი ხრაშუნა საფანელში ამოვლებული წვნიანი ხორცის გემოს შესანიშნავად ავსებს. თითებს ჩაიკვნეტთ!