ჩვეული და მობეზრებული კერძების გასამრავალფეროვნებლად, სცადეთ რაციონში პატარა სიახლეები შეიტანოთ. მაგალითად, მოამზადეთ ლობიოს სალათი ბროწეულით, რომელიც აუცილებლად მოეწონებათ თქვენი ოჯახის წევრებს.
სუნელების სიუხვის, ლობიოს ნაზი ტექსტურისა და კნატუნა თხილის წყალობით, სალათი უგემრიელესი გამოდის. ის შეგიძლიათ ხორცისა და თევზის კერძების გარნირის სახით მიირთვათ, თუმცა, დამოუკიდებელ კერძადაც შესანიშნავია.
ინგრედიენტები
- 200 გრ წითელი ლობიო
- 1 ც ხახვი
- 200 გრ ნიგოზი
- 3 კბ ნიორი
- 1 კონა ქინძი
- 0,5 ჩ.კ. ხმელი სუნელი
- 0,5 ჩ.კ. ქონდარი
- 100 მლ ბროწეულის წვენი
- 1 ც ბროწეული
- 50 მლ ზეთი
- მარილი გემოვნებით
მომზადება
- მოხარშეთ ლობიო ოდნავ მარილიან წყალში.
- მოთუშეთ დაჭრილი ხახვი ზეთში.
- დააბლენდერეთ ან გაატარეთ ნიგოზი ნიორთან ერთად, დაამატეთ დაჭრილი ქინძი, ქონდარი, ხმელი სუნელი და მოთუშული ხახვი. დაასხით ბროწეულის წვენი და კარგად მოურიეთ.
- მიღებულ მასაში დაუმატეთ მოხარშული ლობიო, ბროწეულის მარცვლების ნახევარი, მარილი, პილპილი და კარგად მოურიეთ.
თუ ქინძი არ გიყვართ, ჩაანაცვლეთ ოხრახუშით, ბროწეულის მარცვლები კი მეტი რაოდენობის ნიგვზით. ასეთი კერძი ნებისმიერი სადღესასწაულო სუფრის მშვნება გახდება, მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!