ხრაშუნა კიტრის მწნილი ებრაული რეცეპტით: მარტივი მეთოდი შინ მოსამზადებლად

557

დეიდამ ებრაული რეცეპტით კიტრის მწნილის მომზადება მასწავლა და მას შემდეგ მხოლოდ ასე ვაკონსერვებ. ზომიერად ტკბილ–მწარე, პიკანტური გამოდის. ბურგერებში იდეალურია.

Gastronomia.ge–ს რედაქცია კიტრის მწნილის მომზადების დეტალურ ინსტრუქციას გიზიარებთ. იმდენად გემრიელია, რომ მთელი ქილამ მარტო შეიძლება ჩაცალოთ.

კონსერვის ინგრედიენტები:

  • 2-2,5 კგ კიტრი
  • 2 სტაფილო
  • 0,5 ნიახური მწვანილით
  • 1 ხახვი
  • ოხრახუში მწვანილით
  • მდოგვის მარცვლები
  • კამის ქოლგები
  • ბაჰარის წიწაკა
  • დაფნის ფოთოლი

მარინადის ინგრედიენტები სამლიტრიანისთვის:

  • 5 ჭიქა წყალი
  • 1 ჭიქა ძმარი
  • 1 ჭიქა წყალი
  • 4 ჩ/კ მარილი

მომზადების წესი:

1. კიტრი ცივ წყალში ჩაალბეთ. 3-4 საათით საკმარისია. ყუნწები გადაჭერით.

2. მწვანილი (ნიახური და ოხრახუში) გამდინარე წყალში კარგად გარეცხეთ.

3. ქილებში ორ–ორი კამის ქოლგა და ხახვის რგოლი ჩააფინეთ. ნიახური, სტაფილო და ოხრახუში დაუმატეთ.

4. ჩაის კოვზი მდოგვის მარცვალი, სამ–სამი ბაჰარის წიწაკა და დაფნის ფოთოლი დაუმატეთ. კიტრები ქილებში გადაანაწილეთ.

5. მარინადის ინგრედიენტები აურიეთ და აადუღეთ. ცხელი მარინადი ქილებში ჩაასხით. თავსახური დაახურეთ და სტერილიზაციისთვის ქვაბში გადაიტანეთ. 15 წუთი საკმარისია, რომ კარგად გასტერილდეს. ასე ექვსლიტრიან ქილა დამარინადებულ კიტრს მიიღებთ.

6. მოხუფული ქილები გადააბრუნეთ, საბანში შეფუთეთ. 1 დღე ასე გააჩერეთ. როგორც კი, გაცივდება, ბნელ ადგილას შეინახეთ. სარდაფი ან საკუჭნაო იდეალურია. გემრიელად მიირთვით!

ებრაული მეთოდით მომზადებული კიტრი ხრაშუნა, ზომიერად ტკბილ–მწარე და პიკანტური გამოდის. საკმაოდ სწრაფი, მარტივი და, რაც მთავარია, გემრიელი რეცეპტია. გირჩევთ, სცადოთ!