ქათმის მწვადები ქართულად: ხორცის ნებისმიერი ნაწილისგან შეგიძლიათ მოამზადოთ

2523

რაც არ უნდა თქვა, ყველაზე გემრიელი მწვადი მაინც ქათმისგან გამოდის, თუ იცი მისი სწორად მომზადება ისე, რომ არ გამოაშრო. თუ მწვადს ქათმის ფრთებისგან ამზადებ, ძალისხმევაც ნაკლებია და რაც უფრო ნაკლებად ამუშავებ, მით უფრო მეტ გემოს ინარჩუნებს. გასტრონომია” გთავაზობთ ქათმის მწვადს ქართულად.

პრინციპში, მნიშვნელობა არ აქვს, თუ ეს მცირე ნაჭრებად დაჭრილი ქათმის ფილეც თუ იქნება, კერძი ნებისმიერ შემთხვევაში შესანიშნავი გამოდის ქართული მარინადის წყალობით. ის არბილებს ხორცის ბოჭკოებს და საუცხოო არომატს სძენს.

ინგრედიენტები

  • 1 კგ ქათმის ხორცი
  • 0,5 ლ წყალი
  • 3 ს.კ. ტომატის პასტა
  • 2 ს.კ. სოიოს სოუსი
  • 2 კბ ნიორი
  • 1 ჩ.კ. კოწახური
  • 1 ჩ.კ. ქონდარი
  • 1 ს.კ. შაქარი
  • 1 ჩ.კ. თუთუბო
  • მარილი, შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. დაჭერით ქათმის ხორცი.

2. დაჭერით რაც შეიძლება წვრილად კოწახური და ნიორი, დაუმატეთ დანარჩენი სუნელები და შეაზილეთ ხორცს.

3. დაუმატეთ სოიოს სოუსი, ტომატის პასტა, წყალი, მოურიეთ და შედგით მაცივარში მთელი ღამით.

4. მოაცილეთ მარინადი, წამოაცვით ხორცი შამფურზე და შეწვით ცეცხლზე ორივე მხრიდან 7-7 წუთი.

მოცემული სუნელები განსაკუთრებულ გემოს სძენს კერძს, გირჩევთ, მითითებულიდან ყველა გამოიყენოთ. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!