ხორცის ამ ღვეზელების გემო არასდროს დაგავიწყდებათ. იმდენად მარტივი და გემრიელია, უკვე ყოველდღე ვამზადებ

2019

სწრაფი კვების ობიექტში შეძენილი ღვეზელი შეიძლება იყოს ბიუჯეტური, გემრიელი, მაგრამ ძალიან სახიფათო ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ნებისმიერი ექიმი დაგიდასტურებთ, რომ ქუჩის საკვები დღეს შენელებული მოქმედების ბომბია და მათ დამანგრეველი გავლენა აქვს ჩვენს ორგანიზმზე. ვერავინ მოგცემთ იმის გარანტიას, რომ არომატული ღვეზელები და სხვადასხვა გემრიელი საჭმელები, რომელთაც სწრაფი კვების ობიექტები გვთავაზობენ, მომზადებულია ახალი, ხარისხიანი პროდუქტისგან და დაცულია ყველა სანტიარული ნორმა. როგორ მოვიქცეთ, თუ გემრიელად წახემსება ძალიან გვიყვარს?

დღევანდელ სტატიაში მინდა გაგიზიაროთ ხორცის ძალიან გემრიელი, წვნიანი და არომატული ღვეზელების მომზადების რეცეპტი. უკვე საკმაოდ დიდი ხანია მათ რეგულარულად ვამზადებ ჩემი ოჯახის წევრებისთვის და სტუმრებისთვის. ხორცის ღვეზელები, რომლებიც სწრაფად და მარტივად მზადდება, ნამდვილად ძალიან არომატული გამოდის. გემრიელად წახემსების მოყვარული ვერცერთი ადამიანი მათზე უარს ვერ იტყვის.

ხორცის ღვეზელები საკუთარი ხელით

ხორცის ეს ღვეზელები ბაშკირების სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია, თუმცა ისინი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში, რაც გასაკვირი ნამდვილად არ არის. ხორცის გემრიელი და წვიანი შიგთავსი, ჰაეროვანი, ძალიან ნაზი და ფაფუკი ცომი ამ კერძს ნამდვილ ღირსშესანიშნაობად აქცევს. როდესაც საკუთარი ხელით ამ რეცეპტით მომზადებულ ხორცის ღვეზელს გასინჯავთ, პირობას გაძლევთ, აუცილებლად კმაყოფილი დარჩებით.

ცომის ინგრედიენტები:

  • 1,5 კგ ხორბლის ფქვილი
  • 500 მლ წყალი
  • 500 მლ რძე
  • 100 მლ მცენარეული ზეთი
  • 10 გრამი მშრალი საფუარი
  • 1 ჩ.კ. მარილი

შიგთავსის ინგრედიენტები: 

  • 1 კგ ღორის ხორცი (შეგიძლიათ, ჩაანაცვლოთ საქონლის ხორცით)
  • 3 საშუალო ზომის თავი ხახვი
  • კარაქი, მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადება:

1. რძე და წყალი შეურიეთ ერთ ჭურჭელში, ოდნავ შეათბეთ. შემთბარ მასაში დაამატეთ მარილი და მზესუმზირის ზეთი, კარგად გადაურიეთ. ნელ-ნელა, მუდმივი მორევის პირობებში შეუდექით ფქვილისა და საფუვრის დამატებას. ამოყვანეთ ცომი.

2. ჭურჭელი, რომელშიც ცომი გაქვთ მოთავსებული, შეფუთეთ და დააყოვნეთ თბილ ადგილას დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში.

3. სანამ ცომი ამოვა, ღორის ხორცი გაატარეთ ხორცსაკეპში. მზა ფარშს დაუმატეთ სასურველი რაოდენობით მარილი და პილპილი (თქვენი გემოვნების მიხედვით), კარგად გადაურიეთ. თუ გინდათ, შიგთავსი წვნიანი გამოგივიდეთ, ფარშში მცირეოდენი წყალი დაამატეთ.

4. როდესაც ცომი კარგად ამოვა, დაყავით ის თანაბარი ზომის ბურთებად.

5. თითოეული ბურთი მსუბუქად გააბრტყელეთ და ცენტრში შიგთავსი მოათავსეთ. ფარშს ზემოდან კარაქის პატარა ნაჭერიც დაადეთ.

6. ცომის კუთხეები კარგად შეკარით. შეეცადეთ, შიგთავსი თანაბრად განაწილდეს ღვეზელში.

7. დიდი რაოდენობით კარგად გაცხელებულ მცენარეულ ზეთში მობრაწეთ ჩვენი ღვეზელები.

8. გემრიელად მიირთვით!

როგორც უკვე გითხარით, ეს კერძი დაგემოვნებისთანავე აუცილებლად შეგიყვარდებათ. გაუმასპინძლდით ხორცის ამ უგემრიელესი ღვეზელებით ოჯახის წევრებს და პირობას გაძლევთ, ისინი კიდევ არაერთხელ გთხოვენ მათ მომზადებას. აუცილებლად ჩაინიშნეთ რეცეპტი და არ დაგავიწყდეთ მისი გაზიარება მეგობრებისთვისაც!