ამ პროდუქტების მომზადებას მულტისახარშ ქვაბში ნამდვილად არ გირჩევთ!

683

მე ძალიან ხშირად ვიყენებ მულტისახარშ ქვაბს. ეს მოწყობილობა უნივერსალურია, სწრაფად ამზადებს კერძებს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ყველა პროდუქტის მასში მომზადება არ შეიძლება.

დღეს ჩვენ სტატია ამ თემაზე მოვამზადეთ.

თევზი

ორჯერ დაფიქრდით მანამ, სანამ თევზს მულტისახარშ ქვაბში მოათავსებთ. დიდი ალბათობით კერძი გამომშრალი გამოვა. სამზარეულოშიც არასიამოვნო თევზის სუნი დადგება. ამიტომაც უმჯობესია თევზი ტაფაზე მოამზადოთ ან ღუმელში

ქათამი

ქათმის ფილე ძვლის გარეშე არ მოამზადოთ მულტისახარშ ქვაბში. შედეგად მიიღებთ მშრალ და უსიცოცხლო ხორცს. ხოლო ცხიმიან და უხეშ ნაჭრებს მულტისახარში ქვაბი ბრწყინვალედ უმკლავდება.

მაკარონი

გაგიკვირდებათ, მაგრამ არც ეს ინგრედიენტი არ გამოდგება მულტისახარში ქვაბისთვის. ეს მოწყობლობა ან მპროდუქტს ზედმეტად გამოაშრობს.

მწვანე ბოსტნეული

თუ თქვენ ბოსტნეულის რაგუს ამზადებთ ხორცთან ერთად, მაშინ ბოსტნეული მომზადებამდე 10 წუთით ადრე დაუმატეთ. ამ მეთოდით ბოსტნეული არ დაკარგავს ვიტამინებს და ფერს.

ბრინჯი

ბრინჯის ბევრი სახეობა ვერ იტანს ამ მოწყობილობას. ველური ბრინჯი ძალიან გემრიელი გამოდის მულტისახარშ ქვაბში.

ყველის სუპი

ტველის სუპი – ძალიან გემრიელი კერძია. მაგრამ უმჯობესია გაზქურაზე მოვამზადოთ. მულტისახარში ქვაბი ძალიან აფუჭებს ყველს. თუ მაინც გადაწყვეტთ მის ამ მოწყობილობაში მომზადებას, მაშინ 10 წუთით ადრე დაუმატეთ კერძს მომზადებამდე.

პარკოსნები

თუ პარკოსნებს დიდი ხანი მოვამზადებთ ცხელ წყალში, მათში ნადგურდება ტოქსინი, რომელიც ჩვენი ორგანიზმისთვის საშინლად მავნებელია. მულტისახარშ ქვაბში ტემპერატურა არ არის საკმარისად მაღალი, ამიტომაც მე ამ მეთოდს არ ვნდობი. უმჯობესია პარკოსნბეი 12 საათი დაალბოთ წყალში, 10 წუთი პროდუქტი მოათავსოთ ცხელ წყალში და შემდეგ მოამზადოთ მულტისახარშ ქვაბში.

სტეიკი

რბილი და წვნიანი ხორცი ნამდვილად არ გამოდგება ამ მოწყობილობისთვის. ის ძალიან გაუხეშდება და დაკარგავს გემოს.

გაყინული პროდუქტები

ნახევრად გაყინული პროდუქტის მულტისახარშ ქვაბში მოთავსება ძალიან დიდი შეცდომაა. ეს მოწყობილობა უსაფრთხო ტემპერატურას არ ინარჩუნებს, ამიტომაც ბაქტერიების გაჩენის შანსი დიდია.

ზღვის პროდუქტები

ზღვის პროდუქტები – ძალიან საფრთხილო და ნაზი ინგრედიენტებია. უმჯობესია ტაფაზე მოამზადოთ.

აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს რეკომენდაციები და ყველაფერი გამოგივათ!