რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, დუნაის აუზები საყვარელი ადგილი იყო მომთაბარე-მწყემსი არომუნებისთვის, რომლებიც მუდმივად მოგზაურობდნენ რბილი კლიმატის ძიებაში თავიანთი ცხვრებისთვის. არომუნებმა ყველგან დატოვეს კვალი, სადაც კი იცხოვრეს, ტრადიციების, წეს-ჩვეულებებისა და კერძების სახითაც.
მიუხედავად იმისა, რომ მომთაბარე მეცხოველეობა უკვე არ არსებობს, არომუნებს კი მაკედონიელ რუმინელებს უწოდებენ, ცხვრის ყველის მომზადების ტექნოლოგია შენარჩუნდა. გთავაზობთ უმარტივესი და ამავდროულად უგემრიელესი კერძის რეცეპტს, რომელიც ძველი არომუნებისგან მემკვიდრეობით ერგო ბალკანეთის ხალხებს. ეს გახლავთ ერბოკვერცხი ცხვრის ყველითა და ცხარე წიწაკით.
ინგრედიენტები
- 3 კვერცხი
- 50 გრ ცხვრის ყველი
- 1 ც ცხარე წიწაკა
- 1 ც ბულგარული წიწაკა
- 10 გრ ბაზილიკი
- 30 გრ კარაქი
- მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება
1. დაჭერით ცხარე და ბულგარული წიწაკა წვრილად, და პომიდორი კუბებად. მოთუშეთ ზეთში წიწაკები.
2. დაამატეთ პომიდორი, მოთუშეთ 5-10 წუთის განმავლობაში, დაუმატეთ მარილი, პილპილი. ზემოდან დაახალეთ კვერცხი, მოაყარეთ ცხვრის ყველი.
3. დააფარეთ თავსახური და მოამზადეთ კიდევ 5-7 წუთის განმავლობაში. მზა კერძს მოაყარეთ ბაზილიკი და გემრიელად მიირთვით!