შეფმზარეულმა მასწავლა, რამდენ ხანს უნდა შევწვა ინდაურის სტეიკი, რომ სარესტორნო კერძი გამოვიდეს

453

ინდაური – ქათმის ხორცის შესანიშნავი ალტერნატივა. ძალიან მკვებავია, თან მინიმალურ ქოლესტერინს შეიცავს. მასში გვხდება ფოსფორი, თუთია, კალიუმი და მაგნიუმი, ასევე A, B, D და E ვიტამინები. როგორ მოვამზადოთ ინდაურის სტეიკი? სინამდვილეში, ძალიან მარტივია. მთავარი ფოკუსი იმაში მდგომარეობს, რომ დიეტური და სასარგებლო ხორცის ნაჭერი არ გამოაშროთ.

თუ თირკმლის უკმარისობა გაწუხებთ, ინდაური არც თუ ყველაზე სასარგებლო პროდუქტია. ამ შემთხვევაში ქათამიც არ გამოგადგებათ. სჯობს ფრინველი ორთქლზე მოამზადოთ ან მოხარშოთ. ისიც კვირაში მხოლოდ 2–ჯერ. სხვა შემთხვევაში ინდაური რაციონში მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ, კუნთოვან მასას გაზრდის და ზედმეტ ცხიმს მოგაშორებთ.

როგორ მოვამზადოთ ინდაურის სტეიკი

ინგრედიენტები:

  • 800 გრ ინდაურის ფილე
  • 2 ს/კ მცენარეული ზეთი
  • 2 ს/კ კარაქი
  • 4 ტოტი ბეგქონდარა
  • 2 კბილი ნიორი
  • მარილი
  • შავი წიწაკა

მომზადების წესი:

1. ხორცი გარეცხეთ, ქაღალდის პირსახოცით გაამშრალეთ და ზედმეტი ფირები მოაშორეთ. ინდაური ქათმისგან ოდნავ განსხვავდება, მაგრამ როგორც ფილე, საკმაოდ მსგავსია: თხელი და წვრილი ძვლები არ აქვს. ახლა ფილე 4 სქელ სტეიკად დაჭერით. თითოეულ 4 სმ–მდე. სქელი მხრიდან გაჭერით, ასე ადვილად მიხვდებით, როგორ შედეგს მიიღებთ საბოლოოდ.

2. სტეიკის ზომის გასადიდებლად 2 ძველი და გამოცდილი მეთოდი გამოიყენეთ. ხორცი პარკში ჩადეთ და ჩაქუჩით ან ჩვეულებრივი საგორავით დაბეგვეთ. მეორე მეთოდი: თითოეული ხორცის ნაჭრის ცენტრში ღრმა, მაგრამ არა გამჭოლი ჩანაჭერი გააკეთეთ. ახლა შეგიძლიათ წიგნივით გადაშალოთ. სტეიკის სისქე 2-ჯერ შემცირდება.

3. თითოეულ სტეიკს ორივე მხრიდან წიწაკა და მარილი წაუსვით. ნებისმიერი სანელებელი შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ ინდაური გემრიელია და არ გადააჭარბოთ. ტაფა გააცხელეთ, მცენარეული ზეთი დაუმატეთ. თითოეული სტეიკი ორივე მხრიდან 1,5 წუთით შეწვით. ხორცი გამოაცხვეთ, რომ წვენი გარეთ არ გამოვიდეს.

4. ახლა სტეიკი საშუალო ცეცხლზე თითოეული მხრიდან 5 წუთით შეწვით. პარალელურად ტაფას ბეგქონდარა, დანით დაჭყლეტილი ნიორი, კარაქი დაუმატეთ. როცა ნიორი ოქროსფერი გახდება, ამოიღეთ. მზა სტეიკი ფოლგაში გაახვიეთ და დაახლოებით 10 წუთით „დაასვენეთ“. ახლა ხორცში შიდა წვენი თანაბრად გადანაწილდება და სტეიკი წვნიანი გახდება.

რომელი გარნირი უხდება ჩვენს სტეიკს? ნებისმიერი! მთავარია, ზედმეტი არ მოგივიდეთ. გრილზე მომზადებული ბოსტნეული რეკომენდებულია. ბევრ ადამიანს არაჟანში მოთუშული სოკო მოეწონება. ცხადია, რომ ბარდის ფაფა ან, მაგალითად, მშრალი ბრინჯი სოუსის გარეშე შთაბეჭდილებას აფუჭებს, მაგრამ ყველას განსხვავებული გემოვნება აქვს.

როგორც ნებისმიერი კერძის შემთხვევაში, სუფრაზე გატანისას სერვირება მნიშვნელოვანია. შეგიძლიათ კომფორტულ ნაჭრებად დაჭრათ, მაგრამ დაუყონებლივ სუფრაზე გაიტანეთ: სწრაფად გრილდება. სტეიკი ორთქლზე მომზადებულ ბოსტნეულთან ან კარამელიზირებულ ხახვთან ერთად საინტერესოდ გამოიყურება. შესაფერის კომპანიაში ნებისმიერი კერძი ორმაგად გემრიელი გახდება.