ცილის შემცველი ტოპ-5 პროდუქტი

ჯანმრთელი და ბალანსირებული კვება ჭარბი წონის კლებაში, კუნთის მასის ზრდასა და სხვადასხვა პრობლემების მოცილებაში გვეხმარება. ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტის მირთმევა აუცილებელია ორგანიზმის ჯანმრთელი და ჰარმონიული ფუნქციონირებისთვის. არც დიეტა, არც მარხვა და არც ვეგეტარიანული ცხოვრების წესი დაგაბრკოლებთ ცილის საჭირო რაოდენობის მიღებაში რადგან დღეს მცენარეული ცილების მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტების სიას შემოგთავაზებთ!

ეს 5 მცენარეული პროდუქტი ძროხის ხორცზე გაცილებით მეტ ცილას შეიცავს!!!

1. კანაფის თესლი
შეიძლება გაგიკვირდეთ მაგრამ კანაფის თესლს დიდი კვებითი ღირებულება აქვს. მასში ამინომჟავების მაღალი შემადგენლობაა. 2 სუფრის კოვზი კანაფის თესლი ბოჭკოს უდიდეს რაოდენობას და 10 გრამ ცილას შეიცავს, მდიდარია ომეგა-3 და ომეგა-6 პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით. აქვს ქოლესტერინის შემამცირებელი ფუნქცია.

კანაფის თესლი აუმჯობესებს განწყობას და ზრდის ენერგიას – მაგნიუმის შემცველობის წყალობით. 1 სუფრის კოვზი კანაფის თესლი რკინის დღიური ნორმის 45%-ს შეიცავს. კანაფის თესლი ყველა სახის სმუზიში შეგიძიათ ჩაამატოთ, მიირთვათ დილით შვრიის ფაფასთან ერთად, ან დაფქვათ და ნამცხვარი გამოაცხოთ. ეს პროდუქტი ნებისმიერი სახით სასარგებლოა!

2. სპირულინა
ეს მოცისფრო-მომწვანო წყალმცენარე რეკორდსმენი პროდუქტია, რადგან მასში ცილის უდიდესი რაოდენობაა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ 70%! 1 ჩაის კოვზ წყალმცენარეში 4 გრამი ცილაა, ამ ჩაის კოვზშივე რკინის დღიური ნორმის 80%-ია მოთავსებული!

მისი საკვები ღირებულება უამრავი პროდუქტის საკვებ ღირებულებას რამდენჯერმე აჭარბებს. ის გაცილებით უფრო სასარგებლოა ვიდრე მწყერის კვერცხი, ხიზილალა ან ზუთხი. ის შეგიძიათ კაფსულის სხით მიირთვათ, დაუმატოთ სმუზის ან სხვა კერძებს, ნებისმიერ შემთხვევაში დიდ სარგებელს მოგიტანთ.

3. ისპანახი
ისპანახის სარგებელი ჯანმრთელობისთვის შეუფასებელია. ის სასარგებლო ნივთიერებების და ორგანიზმისთვის საჭირო ვიტამინების საბადოა. მის შემადგენლობაში В1, В2, D, С, Р, РР, К ვიტამინები, მიკროელემენტების და მინერალების უმეტესობა შედის. 100 გრამი ისპანახი დაახლოებით 3 გრამ ცილას შეიცავს!

ისპანახი რკინის დიდ რაოდენობას შეიცავს და სპირულინასგან განსხვავებით სასიამოვნო ნეიტრალური გემო აქვს. ის შეგიძიათ სალათებში დაუმატოთ, გააკეთოთ კოქტეილი ან უბრალოდ უმად შეჭამოთ.

4. ბროკოლი
ეს ბოსტნეულის ცოტას თუ უყვარს, განსაკუთრებით მას ბავშვები არ სწყალობენ მაგრამ, სულ ტყუილად. ბროკოლში 100 გრამზე 2.8 გრამი ცილა შედის, ეს კი გაცილებით მაღალი მაჩვენებელია ვიდრე ძროხის ხორცს აქვს. გარდა ამისა, ბროკოლი მდიდარია ბოჭკოთი რომელსაც ნაწლავიდან ტოქსინები და შლაკები ძალიან აქტიურად გამოყავთ.

ბროკოლში შემავალი ვ ჯგუფის ვიტამინები დადებითად მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე და აუმჯობესებენ განწყობას. მისი რეგულარული მიღება არა მხოლოდ ათეროსკლეროზის გაჩენის რისკს ამცირებს, არამედ დადებითად მოქმედებს გულის მუშაობაზე და დაბერების პროცესს ანელებს.

5. ნუში და ნუშის პასტა
ნუში და ნუშის პასტა – ის ძალიან სასარგებლო და უდიდესი საკვები ღირებულების პროდუქტია. 2 სუფრის კოვზ ნუშის პასტაში დაახლოებით 7 გრამი ცილა შედის. ნიგვზეული მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით, მაგნიუმით, კალციუმით და Е ვიტამინით. ნიგვზეულის პასტები კი მცენარეული ცილის შეუცვლელ წყაროს წარმოადგენენ.

შეგიძლიათ ამ პროდუქტების კომბინირება მოახდინოთ და თქვენი რაციონი სასარგებლო პროდუქტებით გაამდიდროთ, ეს თქვენს ორგანიზმს ცილითა და აუცილებელი ნივთიერებებით გაამდიდრებს!