სახლში მომზადებული თაფლაკვერი გაცილებით უფრო გემრიელი და სასარგებლოა, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი. მოამზადეთ ჯანსაღი დესერტი თქვენი ოჯახის წევრებისთვის.
ინგრედიენტები:
- კვერცხი – 8 ცალი
- თაფლი – 500 გრამი
- ორცხობილა – 400 გრამი
- საჭმელი სოდა – 1/2 ჩაის კოვზი
- პურის ფქვილი – 300 გრამი
- მაწონი – 1 ჩაის ჭიქა
- ცუკატები – 1/2 ჩაის ჭიქა
- მიხაკ-დარიჩინი – 1 ჩაის კოვზი
მომზადების წესი:
- წამოვადუღოთ თაფლი და ვურიოთ განუწყვეტლივ, თან ქაფი მოვხადოთ. გამოვდგათ ცეცხლიდან. ოდნავ რომ გაცივდება, ჩავურიოთ 1 ჩაის ჭიქა მაწონთან ათქვეფილი 8 ცალი კვერცხის გული. ჩავაყაროთ 400 გრამი დანაყილი და გაცრილი ორცხობილა და 200 გრამი პურის ფქვილი.
- კარგად ავზილოთ. ავურიოთ თეთრად ათქვეფილი 8 კვერცხის ცილა, ნახევარი ჩაის კოვზი საჭმელი სოდა, 1 ჩაის კოვზი დანაყილი მიხაკ-დარიჩინი და წვრილად დაჭრილი რომელიმე ხილის ცუკატები.
- ცომი გავათხელოთ ერთი თითის სისქეზე, დავჭრათ ჭიქით, დავალაგოთ თუნუქის თხელ ფურცლებზე და გამოვაცხოთ.
გემრიელად მიირთვით!