ლავაშის ხორციანი რულეტი – მთავარი კერძი მთელი ოჯახისთვის

1732

დაიღალეთ და მოგბეზრდათ ერთი და იგივე კერძების მომზადება? მაშინ აუცილებლად უნდა ჩაინიშნოთ ეს რეცეპტი. ლავაშის ხორციანი რულეტი – ეს სწორედ ის კერძია, რომელიც შეგიძლიათ დღის მთავარ კერძად მოამზადოთ.

ინგრედიენტები:

  • 3 თხელი ლავაში
  • 400 გ მდნარი ყველი
  • 1 ნაჭერი მოხარშული ქათმის მკერდის ნაწილი
  • 1 დიდი სტაფილო
  • 1 თავი ხახვი
  • 1 კბილი ნიორი
  • 1-2 კიტრის მწნილი
  • ნახევარი კონა კამა
  • პილპილი, მარილი გემოვნებით
  • ზეთი საჭიროებისდა მიხედვით

მომზადების წესი: 

  1. სტაფილო გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. ხახვი, ნიორი დავჭრათ წვრილად, შევწვათ ზეთში, დავუმატოთ სტაფილო, გავაგრძელოთ შეწვა 7-8 წუთის განმავლობაში და მოვაყაროთ პილპილი და მარილი.
  2. ლავაშის ერთ ფირფიტას წავუსვათ მდნარი ყველის ნაწილი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა, დავადოთ ლავაშის მეორე ფირფიტა, ზემოდან დავაწყოთ წვრილად დაჭრილი ქათმის ხორცი ( შესაძლებელია ღორის ან საქონლის ხორცი), შემწვარი ბოსტნეული და დავაფაროთ ლავაშის მესამე ფირფიტა. ზემოდან წავუსვათ დარჩენილი დარჩენილი მდნარი ყველი, დავაწყოთ წვრილად დაჭრილი კიტრის მწნილი, გადავახვიოთ რულეტის მსგავსად, შევახვიოთ ფოლგაში და შევდგათ მაცივარში 3-4 საათით (ან მთელი ღამით) და მაგიდასთან მიტანის წინ დავჭრათ.

გემრიელად მიირთვით! გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს.