გამაოგნებლად გემრიელი ტორტი”ჩემი პრაღა”.რბილი და საოცრად ნაზი

979

დღეს ძალიან გემრიელ შოკოლადის ტორტს მოვამზადებთ. უნაზესი გულსართი და საოცარი არომატი ნებისმიერ ადამიანს მოხიბლავს. აუცილებლად მოამზადეთ.

ინგრედიენტები

ცომისთვის

  • ფქვილი 250გ
  • გამაფხვიერებელი 1 ჩაის კოვზი
  • კაკაო 60გ
  • შაქარი 200გ
  • სოდა 1 ჩაის კოვზი
  • მარილი 0,5 ჩაის კოვზი
  • ვანილი
  • კვერცხი 3 ცალი
  • მცენარეული ზეთი 120მლ
  • ცხელი წყალი 200მლ

კრემისთვის

  • კვერცხი 1 ცალი
  • რძე 500მლ
  • შაქარი 150გ
  • სიმინდის სახამებელი (ფქვილი) 50გ
  • კაკაო 40გ
  • კარაქი 180გ

დასანამი მასა

  • წყალი 120მლ
  • შაქარი 20გ
  • სურვილისამებრ რომი/კონიაკი

მინანქარი

  • კარაქი 30გ
  • რძე 30მლ
  • შოკოლადი 60გ

მომზადება

  1. ღრმა ჯამში მოათავსეთ მშრალი ინგრედიენტები. გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი, შაქარი, სოდა, მარილი და ვანილი.
  2. მიღებულ მასას დაუმატეთ 3 კვერცხი და მცენარეული ზეთი. კარგად მოურიეთ.
  3. საშუალო ჯამში ჩაყარეთ კაკაო, დაასხით ცხელი წყალი, მოურიეთ.
  4. ცხელი სახით დაუმატეთ საერთო მასას. მოურიეთ და გახადეთ ერთგვაროვანი.
  5. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ ქაღალდი, ხოლო გვერდები არ დაამუშაოთ არაფრით.
  6. ჩაასხით ცომი ფორმაში.
  7. პირველი 25 წუთი ბისკვიტი ფოლგის ქვეშ უნდა გამოვაცხოთ. ფორმას დააფარეთ ფოლგა და დაჩხვლიტეთ რამდენიმე ადგილას. 170-180 გრადუსზე გამოაცხვეთ და 25 წუთის შემდეგ მოხსენით ფოლგა.
  8. საერთო ჯამში 50 წუთი სჭირდება ბისკვიტს გამოსაცხობად.

კრემი

სქელ ქვაბში ჩაყარეთ შაქარი, სახამებელი, კაკაო. დაუმატეთ ცოტა რძე და 1 კვერცხი. კარგად მოურიეთ და გახადეთ ერთგვაროვანი. დაუმატეთ დარჩენილი რძე. ქვაბი დადგით მაღალ ცეცხლზე და მოხარშეთ მასის შესქელებამდე. როგორც კი მასა დაიწყებს გასქელებას, დაუკელით ცეცხლს. განუწყვეტლივ ურიეთ კრემს. ადუღებული კრემი 1 წუთის შემდეგ გადმოიტანეთ ცეცხლიდან.

ჩაასხით პატარა ჯამში, დააფარეთ პაკეტი ისე, რომ ეხებოდეს კრემის ზედაპირს და დაელოდეთ მის ოთახის ტემპერატურამდე გაგრილებას.

ბისკვიტის დანამვა

  1. წყალს დაუმატეთ შაქარი და რომის არომატიზატორი. წყალი შეგიძლიათ ალკოჰოლით ჩაანაცვლოთ. თუ ნამიანი ბისკვიტი არ გიყვართ, მაშინ არ არის საჭირო მისი დანამვა საერთოდ.
  2. პატარა ჯამში მოათავსეთ დარბილებული კარაქი და ათქვიფეთ ამოფუებამდე 3-4 წუთი. დაუმატეთ მოხარშული შოკოლადის მასა (კრემის ფუძე). მასას მიეცით ერთგვაროვანი კონსესტენცია.
  3. ცოტა კრემი გადაინახეთ დესერტის გასაფორმებლად.
  4. ბისკვიტი გაყავით 3 ნაწილად. ბისკვიტის ნაწილები დაფხვენით გასაფორმებლად.
  5. პირველი ფირფიტა დანამეთ და წაუსვით კრემი. ზემოდან დაადეთ მეორე ფირფიტა და ისიც ანალოგიურად მოამზადეთ. მესამე ფირფიტაც დაფარეთ კრემით.
  6. დაასვენეთ ტორტი მინიმუმ 4 საათი.
  7. ახლა კი შეგიძლიათ გააფორმოთ დესერტი.
  8. გაფორმებული ტორტი შეინახეთ მაცივარში.

მინანქარი

  1. ქვაბი დადგით ცეცხლზე, ჩაასხით რძე, დაუმატეთ კარაქი და გააცხელეთ. ცხელ მასას დაუმატეთ შოკოლადი. მოურიეთ.
  2. ტორტს ცენტრში მოასხით მინანქარი და გადაანაწილეთ ზედაპირზე.
  3. ტორტის გვერდები დაფარეთ კრემით და მოაყარეთ დაფხვნილი ბისკვიტი.

გემრიელად მიირთვით!