უგემრიელესი ხრაშუნა ვაფლი ნაღების კრემითა და კენკრით

2169

ამ დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ ვაფლის საცხობი აპარატი. თუ ასეთი არ გაქვთ, გამოდგება ჩვეულებრივი ტაფა, რომელიც ადვილად იწმინდება.

ინგრედიენტები: 

ვაფლი:

  • 2 დიდი კვერცხი, განცალკევებული
  • 2 ჩაის კოვზი შაქარი
  • 3/4 ფინჯანი რძე
  • 1/2 ფინჯანი წყალი
  • 1 ჩაის კოვზი  ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
  • 2 ფინჯანი ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 2 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი
  • მწიკვი მარილი
  • 125 გ კარაქი, გამდნარი

ნაღების კრემი:

  • 1 ფინჯანი ცხიმიანი ნაღები
  • 1 სუფრის კოვზი შაქრის პუდრი
  • 1/2 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი (ესენცია)
  • 3 ფინჯანი (450 გ) ახალი კენკრა (მოცვი, ჟოლო, მაყვალი, მარწყვი)

ულუფა: 4

მომზადება: 25 წუთი +30 წუთი გასაგრილებლად

ცხობა: 40 წუთი

დონე: 2

მომზადების წესი:

  1. ვაფლი: პატარა ჯამში ათქვიფეთ კვერცხის გული და შაქარი. დაუმატეთ რძე, წყალი და ვანილი, კარგად ათქვიფეთ. საშუალო ზომის ჯამში შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, სიმინდის სახამებელი და მარილი. თანდათან დაუმატეთ რძის ნაზავი და გამდინარე კარაქი. ურიეთ ხის კოვზით, რომ ერთგვაროვანი ცომი მიიღოთ.
  2. პატარა ჯამში მიქსერით ათქვიფეთ კვერცხის ცილა. ბეზე ფრთხილად შეურიეთ ცომს. ჯამს დააფარეთ ცელოფანი და მაცივარში შეინახეთ 30 წუთი.
  3. გააცხელეთ ვაფლის საცხობი და ოდნავ წაუსვით ცხიმი. ჩაასხით 125 გ ცომი და აცხვეთ, სანამ ოქროსფერს არ მიიღებს და ხრაშუნა გახდება, დაახლოებით 5 წუთი. გაიმეორეთ ეს პროცედურა, დაამზადეთ 8 ვაფლი და თბილად შეინახეთ ღუმელში.
  4. ნაღების კრემი: მიქსერით, საშუალო სიჩქარით ათქვიფეთ ნაღები, შაქრის პუდრი და ვანილი, სანამ არ გასქელდება.
  5. სუფრაზე მიტანისას თითოეული თეფშზე 2 ვაფლი მოათავსეთ. ვაფლი თბილი უნდა იყოს. ზემოდან კენკრა მოაყარეთ და კრემით მორთეთ.