უზბეკი ბებია გვასწავლის, რატომ არ უნდა გავრეცხოთ ბრინჯი მომზადებამდე

774

სტუდენტებმა, ახალბედა დიასახლისებმა და უბრალოდ სამზარეულოს მოყვარულებმა ალბათ არა ერთხელ იფიქრეს, საჭიროა თუ არა ბრინჯის გარეცხვა საკვების მომზადებამდე. შეფების უმეტესობა უპასუხებს ერთმნიშვნელოვნად: ეს აუცილებელია.

საქმე იმაშია, რომ ბრინჯის სახამებელი აფუჭებს მასთან ერთად მოხარშულ ნებისმიერ კერძს. პრაქტიკაში, ის ბრინჯის მარცვლების წებოვან გროვას ჰგავს. ზოგჯერ, ჯერ კიდევ შეგიძლიათ შეამჩნიოთ გამჭვირვალე თხელი ფენა ზედაპირზე.

სჭირდება თუ არა ბრინჯს გარეცხვა?

დავიწყოთ იქიდან, რომ ფლოვში ბრინჯი ძნელია ჩასანაცვლებლად, რადგან ის კერძის ყველაზე მნიშვნელოვანი ინგრედიენტია, მისი საფუძველია. ბევრი ექსპერტი ურჩევს ამ მარცვლეულის გამორჩეული ჯიშების აღებას, შემდეგ კი გადამოწმებას: მოხარშულია თუ არა, პრიალაა თუ არა და ა.შ.

მაგრამ  ფლავი ძალიან დიდი ხანის განმავლობაში იხარშება და არც თუ ისე სახარბიელო პირობებში. ნუთუ ადამიანები ყოველთვის ასე სერიოზულად კითხულობენ, თუ რომელი ბრინჯი უნდა გამოიყენონ ამ საკვების მომზადებისას?.რათქმაუნდა არა! ფლავს ხომ ჯერ კიდევ ასიოდე წლის წინ ამზადებდნენ. თუმცა ისინი ასეთ წვრილმანებს ყურადღებას არ ქცევდნენ.

თანამედროვე კულინარიული წესი ამბობს: თუ გსურთ კერძი კარგი გამოვიდეს, ბრინჯი იქამდე უნდა რეცხოთ წყლის ქვეშ სანამ გამიჭირვალე წყალს არ გაუშვებს, თუ ასე მოიქცევით მოხარშული ბრინჯი ერთმანეთს არ შეეწებება. სინამდვილეში, ეს დიდ დროს და არანაკლებ წყალს მოითხოვს. და, როგორც ვიცით, აღმოსავლეთი ძალიან ნეგატიურად უდგება წყლის უაზროდ ფლანგვას.

ბრინჯის მომზადების საიდუმლო კი გაგვიმხილა უზბეკელმა ბებიამ. მოდით ვნახოთ რა არის მასში ასეთი განსხვავებული.

მომზადება

  1. იღებს ნებისმიერი ჯიშის ბრინჯს, თუნდაც მრგვალს.
  2. ამზადებს მარილიან წყალს და ბრუნჯს ალბობს მასში.
  3. წყალი უნდა იყოს დაახლოებით 70 გრადუსი ტემპერატურის.
  4. ბრინჯი უნდა იდგეს 3-4 საათი.
  5. ასხამს წყალს და რჩება მხოლოდ ბრინჯი რომლითაც ამზადებს კერძს.

მარილიანი ხსნარი ხსნის სახამებელს. ამისათვის მას დრო და მომატებული ტემპერატურა სჭირდება. უფრო მეტიც, მარილი ასევე ხელს უწყობს ბრინჯის განცალკევებას და ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფლავის მომზადების პროცესში, არამედ სხვა კერძებშიც.

ამრიგად, თქვენ შეგიძლიათ დაზოგოთ ფული ძვირიან ბრინჯზე და გამოიყენოთ ნებისმიერი ჯიში. სპეციალური ჯიშის ბრინჯი ორჯერ ძვირი ღირს ვიდრე ჩვეულებრივი. ჩვენს შემთხვევაში კი მხოლოდ დრო იხარჯება ბრინჯის დალბობაში და არა ფული.

დასასრულს, გვსურს კიდევ რამდენიმე რჩევა მოგცეთ კარგი ფლოვის მომზადების შესახებ.

  1. ფლოვისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხვრის ან თუნდაც ღორის ხორცი. ასევე შესაძლებელია ქათმის, ინდაურის და საქონლის ხორცი.
  2. გამოიყენეთ მცენარეული ცხიმები ან საქონლის ცხიმი, ეს კერძს უფრო გემრიელს ხდის.
  3. ფლოვი ყველაზე გემრიელი სპილენძის ან ალუმინისგან დამზადებულ ქვაბში გამოდის. დიახ, კერძებისთვის მასალაც კი მნიშვნელოვანია!

იმედია ეს რჩევები გამოგადგებათ.