თურქული აჩმა, რომელიც ნამდვილ დღესასწაულს მოგიწყობთ

665

ახლა გავარკვიოთ რა არის აჩმა. ტრადიციულად აღმოსავლური სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია, ფენოვანი ცომი და უნაზესი ყველის გულსართი. ყველა ქვეყანაში ამ კერძს განსხვავებულად ამზადებენ. თურქები ღუმელში აცხობენ გულსართის გარეშეც.

დღეს მინდა ამ ცომეულის მომზადების ხელოვნება გაგიზიარით.

ინგრედიენტები

  • 1900გ ფქვილი
  • 42გ საფუარი
  • 2 სუფრის კოვზი წყალი
  • 2 ჭიქა რძე
  • 1 ჭიქა მცენარეული ზეთი
  • 3 ჩაის კოვზი შაქარი
  • 2 ჩაის კოვზი მარილი
  • 100გ კარაქი
  • სიმითის მარცვალი

რაოდენობით ამ ფუნთუშებს ყოველთვის ბევრს ვამზადებ, რადგან ჩემებს ძალიან უყვართ. დიდ ქვაბში ვიწყებ ცომის ზელვას. მთავარია გულით მოამზადოთ და დამიჯერეთ ყველაფერი აუცილებლად გამოგივათ.

1.დავიწყოთ საფუარით. ჯამში ჩაასხით 2 ჭიქა თბილი წყალი, დაუმატეთ 3 ჩაის კოვზი შაქარი და საფუარი. უნდა ამოფუვდეს მასა.

2.ამოფუებულ საფუარს დაუმატეთ თბილი რძე და ზეთი. ჩატეხეთ კვერცხი. ორი კვერცხიდან შეგიძლიათ 1 გული გამოიყენოთ მხოლოდ. ათქვიფეთ.

3.ფქვილის ჯერი მოვიდა. ნელ-ნელა უნდა დაუმატოთ. მოაყარეთ ცოტა მარილი.

4.თუ ფქვილი ძალიან ბევრი მოგივიდათ, შეგიძლიათ გაანეიტრალოთ თბილი წყლით. ხელი ცხიმით დაიმუშავეთ, რათა ცომთან მარტივად იმუშაოთ. 1 საათი დაასვენეთ.

5.ამოფუებული ცომი გადაიტანეთ ცხიმით დამუშავებ ზედაპირზე. გააბრტყელეთ თხლად, წაუსვით კარაქი.

6.გადაკეცეთ სამად, ისევ წაუსვით კარაქი. ისევ გადაკეცეთ და მეორე მხრიდან წაუსვით.

7.ხელით დატკეპნეთ ცომი, რათა კარაქი კარგად შეიწოვოს. ცომს მიეცით მართკუთხდის ფორმა, დაჭერით.

8.მიეცით ფუნთუშების ფორმა. თითოეული ნაჭერი ორად გადაკეცეთ, სპირალისებურად დაახვიეთ და ბოლოები დაუფიქსირეთ. გადაიტანეთ პერგამენტიან ფორმაზე.

9.წაუსვით კვერცხის გული, მოაყარეთ სიმითი. გამოაცხვეთ 20 წუთი.

გემრიელად მიირთვით!