სწრაფი აჯიკა. ცხარე დანამატი პურზე და სხვა გარნირზე მისაყოლებლად

2317

სამარხვო სუფრის გამრავალფეროვნებაც შეიძლება. ამაში სხვადასხვა სოუსი და სანელებელი დაგეხმარებათ. დაგვეთანხმეთ, წარმატებული დანამატი მოსაწყენ გარნირს სხვა გემოს და გარეგნობას ანიჭებს. Gastronomia.ge–ს რედაქცია არა უბრალო რეცეპტს გიზიარებთ, არამედ რეცეპტს, რომელსაც ვინახავ და მთელი ოჯახისთვის ვამზადებ.

სწრაფი აჯიკა ნიგვზით გემრიელი ცხარე სოუსია, რომელიც ნებისმიერ რამეს შეგიძლიათ დაუმატოთ: ხორცს, ფაფას, მაკარონს. ასე ერთი მოძრაობით უბრალო შავი პურის ნაჭერი მორთული ბრუსკეტი გახდება, რომელიც რესტორნულს არ ჩამოუვარდება.

სწრაფი აჯიკა ნიგვზით: მომზადების ნიუანსები

მზა კაკლის საკაზმი მშრალ, სტერილულ პატარა ქილებში შეინახეთ. უმი აჯიკა ცივ ადგილას უნდა შეინახოთ. 2 თვე მარტივად გაძლებს. თუ ქილა გახსნილია, 1 კვირაში მისი გამოყენება სცადეთ. აჯიკა ცხარეა, ზომიერად მარილიანი, სანელებლების არომატით სავსე და კაკლის გემოთი გაჯერებული. მოკლედ, გულგრილი არავინ დარჩება. იმედია, სოუსი მოგეწონებათ.

ინგრედიენტები:

  • 100 გ ჩილის წიწაკა
  • 100  ნიგოზი
  • 2 ჩ/კ შაქარი
  • მწვანილი გემოვნებით
  • 100 გ ნიორი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • 1 ს/კ ვაშლის ძმარი
  • 1 ჩ/კ ხმელი სუნელი

მომზადების წესი:

1. წიწაკა დაჭერით. ის გემოს სიცხარეზე პასუხისმგებელია. თუ გსურთ, რომ კერძი საკმარისად ცხარე იყოს, ცოტა თესლი დატოვეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თესლი მოაშორეთ.

2. ნიგოზი მშრალ ტაფაზე მოხალეთ. ასე გემო უფრო გამოხატული და კონცენტრირებული გახდება. მწვანილი გარეცხეთ და პირსახოცზე გაამშრალეთ.

3. წიწაკა და კაკალი დააბლენდერეთ. მწვანილი, ნიორი, შაქარი და სანელებლები დაუმატეთ. ბოლოს ძმარი ჩაასხით და კიდევ ერთხელ დააბლენდერეთ.

4. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ ან ისე, რომ პატარა ნაჭრები იგრძნოთ. ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. მარილი და წიწაკა გემოვნებით დაუმატეთ და კიდევ ერთხელ აურიეთ.

შაქარს ყურადღება მიაქციეთ. შეგიძლიათ არ დაუმატოთ. ჯერ შაქრის გარეშე დააბლენდერეთ და გემო გაუსინჯეთ. საჭიროების შემთხვევაში 1–2 კოვზი შაქრის ფხვნილი დაუმატეთ და აურიეთ. სწრაფ აჯიკას მოხარშვა არ სჭირდება. ამაშია მისი ხიბლი. გემრიელად მიირთვით!