ვაფლის სენდვიჩი ბეკონით, აისბერგით და პომიდორით

550

ინგრედიენტები

  • ბეკნი 8 ცალი
  • ნეკერჩხლის სიროპი ან თაფლი 3 სუფრის კოვზი
  • პომიდორი 2 ცალი
  • მაიონეზი 1/4 ჭიქა
  • სალათის ფურცელი 4 ცალი
  • ვაფლი 8 ცალი
  • შავი წიწაკა 1/2 ჩაის კოვზი

მომზადება

  1. გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსზე. ცხაურს შემოახვიეთ ფოლგა.
  2. მეტალის ცხაურზე დაალაგეთ ბეკონი, მოასხით სიროპი და მოაყარეთ წიწაკა. გამოაცხეთ 25 წუთი.
  3. ვაფლებს ერთი მხრიდან წაუსვით მაიონეზი, ზემოდან მოათავსეთ ბეკონი, პომიდორი, სალათი და დააფარეთ ვაფლი.

გემრიელად მიირთვით!