მრავალფენიანი სალათი „ზურმუხტისფერი ნაძვის ხე“ ქათმით და სტაფილოთი

320

მრავალფენიანი სალათების ძალიან ბევრი რეცეპტი არსებობს, მაგრამ ყველა ერთმანეთს ცოტათი ჰყავს. რეცეპტში კარტოფილი, ერთ–ერთი სახეობის ხორცი, ხახვი და რაღაც კონსერვი აუცილებლად შედის. თუ ექსპერიმენტები გსურთ, სალათი ქათმის ხორცით და სტაფილოთი მოამზადეთ.

ერთი შეხედვით, სალათი „ზურმუხტისფერი ნაძვის ხე“ დანარჩენს ჰგავს, მაგრამ რამდენიმე ინგრედიენტი განსხვავებულს ხდის. აქ თითოეული პროდუქტი თავის ადგილზეა. ვაშლის ფენა სინაზეს და სირბილეს მატებს. ხილის გემო დანარჩენებს იდეალურად ეთავსება.

როგორ მოვამზადოთ სალათი ქათმით და სტაფილოთი „ზურმუხტისფერი ნაძვის ხე“

საახალწლო სალათი კიდევ უფრო გემრიელი გამოვა, თუ შინ მომზადებულ მაიონეზს გამოიყენებთ. მისი მომზადება მარტივია. უბრალოდ 150 მლ მზესუმზირის ზეთი, კვერცხი, 0,5 ჩ/კ მარილი, 1 ჩ/კ შაქარი და შავი წიწაკა დააბლენდერეთ, მზადაა!

ინგრედიენტები:

  • 3 ქათმის ფეხი
  • 3 კვერცხი
  • 1 ვაშლი
  • კამა გემოვნებით
  • 1 სტაფილო
  • 70 გ ხმელი ყველი
  • 3 კივი
  • მაიონეზი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ქათმის ფეხები, დიდი სტაფილო და კვერცხი წინასწარ მოხარშეთ.

2. ქათმის ხორცი ძვლებს მოაშორეთ და წვრილად დაჭერით. სტაფილო, კვერცხი და ყველი წვრილად გახეხეთ.

3. სალათი ააწყვეთ. პირველ ფენად ხორცი დააწყვეთ, სამკუთხედის ფორმა მიეცით. შემდეგ სტაფილო და კვერცხი დაუმატეთ. თითოეულ ფენას მაიონეზი წაუსვით.

4. ვაშლი წვრილად გახეხეთ და სალათს შემდეგ ფენად დაუმატეთ. მაიონეზი წაუსვით და გახეხილი ყველი მოაყარეთ.

5. კივი რგოლებად დაჭერით, შემდეგ შუაზე გაჭერით. კივის ნახევარ რგოლები ყველზე დააწყვეთ.

სალათის მოსამზადებლად არა მხოლოდ ქათმის ფეხები, არამედ ნებისმიერი სხვა ხორცი შეგიძლიათ გამოიყენოთ. თუ გულმკერდის ან ბარკლის გემო უფრო მოგწონთ, გამოიყენეთ. ქათამს ხარშვისას დაფნის ფოთოლი და გემოვნებით სანელებლები შეგიძლიათ დაუმატოთ, რომ ხორცმა მათი გემო და არომატი შთანთქას.