პასტიციო – ბერძნული ლაზანია. კერძი რომელიც არასდროს არ არის საკმარისი

7956

პასტიციო – სუფთა ბერძნულ კერძს წარმოადგენს ძველად იტალიაში თურმე მსგავსი სახელწოდებით მზადდებოდა კერძი, რომელიც კეთდებოდა მაკარონით. მოამზადეთ პასტიციო და თავად დარწმუნდით მის განსაკუთრებულობაში. უგემრიელესთა შორის უგემრიელესი კერძი!

ინგრედიენტები:

  • 500 გ მილაკის ფორმის პასტა
  • 650 გ ფარში
  • 5 ს.კ. ზეთი
  • 1 თავი ხახვი
  • 1 ს.კ. ტომატ პასტა
  • 1 ჩ.კ. დარიჩინი
  • მარილი, პილპილი,ხმელი ქინძი
  • 1 ს.კ. კარაქი
  • 2 კვერცხი
  • 1,5 ჭ გახეხილი ყველი

სოუსისთვის: 

  • 1 ლ (4 ჭიქა) ადუღებული რძე
  • 55 გ კარაქი
  • 6 ს.კ. ფქვილი
  • 2 კვერცხი
  • 1,5 ჭიქა გახეხილი ყველი
  • მარილი

მომზადების წესი: 

  1. მოხარშეთ პასტა და დასაწრეტად გადაიტანეთ საწურზე. ფარში ხახვთან და ტომატ პასტასთან ერთად ზეთში მოშუშეთ, დაუმატეთ მარილი, პილპილი, ხმელი ქინძი. როცა სითხე ამოშრება, გადმოდგით. მაკარონს დაუმატეთ გახეხილი ყველი, კვერცხი, კარაქი და ფრთხილად აურიეთ.
  2. სოუსის მოსამზადებლად ქვაბში ათქვიფეთ კარაქი და ფქვილი, დაუმატეთ ცხელი რძე და ნელ ცეცხლზე ურიეთ. მასა ძალიან სქელი არ უნდა  გამოვიდეს, რათა მოსასხმელად მოსახერხებელი იყოს. შეგრილებულ სოუსს დაუმატეთ კვერცხი, ყველი და მარილი.
  3. ღრმა, ცეცხლგამძლე ჭურჭლის ძირზე დაასხით ცოტა სოუსი, დააწყვეთ მაკარონის ნახევარი, მოასხით ისევ სოუსი, შემდეგ გაანაწილეთ ზედ მოშუშული ფარში, ზემოდან დააწყვეთ დარჩენილი მაკარონი, მოასხით სოუსი მთლიანად, მოაყარეთ ყველი და შედგით 160 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში დაახლოებით 45 წუთით.
  4. მზა პასტიციო კიდევ 30 წუთით გააჩერეთ ღუმელში და მხოლოდ ამის შემდეგ დაჭერით, ვინაიდან შეგრილებული უკეთ იჭრება.

გემრიელად მიირთვით!

გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს.