ტარტი ხურმით

629

ხურმა უსამართლოდ იჩაგრება სასარგებლო და ხელმისაწვდომ ხილს შორის. მგონი დროა გამოვასწოროთ ეს და ის ყოველდღიურობაში უფრო ხშირად მოვიხმაროთ. ტარტი ხურმით – ეს არის მარტივი და ელეგანდური დესერტი ზამთრის სეზონისთვის. ნუშის კრემი აძლიერებს ხურმის ნატურალურ სიტკბოს, ხოლო არაჟანი და ნაღები აყალიბებს ცომის საოცარ სტრუქტურას. ასეთ ცომს ძალიან უხდება ხურმის ისეთი სახეობები, როგორებიცაა კარალიოკი და შარონი.

ინგრედიენტები

  • უსაფუარო ფენოვანი ცომი 400გ
  • ხურმა 4 ცალი
  • კვერცხის გული 1 ცალი
  • ხორბლის ფქვილი 50გ
  • შაქარი 2 სუფრის კოვზი
  • შაქრის ფხვნილი 80გ
  • კარაქი 80გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • ნუში 80გ
  • არაჟანი გემოვენბით

მომზადება

1.ბლენდერით ათქვიფეთ კარაქი, შაქრის ფხვნილი, კვერცხი, 20გ ფქვილი და ნუში. ხურმა დაჭერით მრგვლად.

2.ღუმელი გაახურეთ 200 გრადუსზე, გააბრტყელეთ უსაფუარო ფენოვანი ცომი, ამოჭერით მისგან წრე, კიდედან 1სმ დაშორებით ჩაჭერით წრეზე. ცენტრზე წაუსვით ნუშის კრემი, ზემოდან დაალაგეთ ხურმის ნაჭრები, მოაყარეთ შაქაარი. კიდეებს წაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული.

3.ხურმის ნამცხვარი გამოაცხვეთ 20 წუთი. გამოცხობის შემდეგ მოასხით არაჟანი ან ნაღები.

ხურმის უმად დაგემოვნება სულაც არ არის საჭირო, რადგან მისი გამოყენება ნამცხვრებში ძალიან კარგი იდეაა.