პოლონური კარტოფილის კერძები, რომლებიც დიასახლისებს რთულ დროს ეხმარებოდნენ

500

კარტოფილი ყველაზე პოპულარული პროდუქტია არა მხოლოდ ჩვენს სუფრაზე, არამედ პოლონურ სამზარეულოშიც. ნოყიერი ბოსტნეული ომის დროსაც გვეხმარებოდა. ბოლესლავა კავეცკაია–სტარმახის წიგნი „ასი კერძი კარტოფილით“, რომელიც 1940 წელს გამოქვეყნდა, პოპულარული იყო. მასში კარტოფილით მომზადებული ბევრი გემრიელი კერძია აღწერილი. აქვეა სადილები, ვახშამები და დესერტები.

Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, რა იყო ამ წიგნის არსი და რამდენიმე რეცეპტს გიზიარებთ.

გემრიელი კარტოფილის კერძები

კრაკოვში მეორე მსოფლიო ომის დროს სამეურვეო საბჭომ გამოსცა ეკონომიკური მეურნეობის სახელმძღვანელოების სერია გამოსცა. მას ერქვა „საკუთარ თავზე თავად იზრუნეთ“ და შეიცავდა ბევრ რჩევას, როგორ მართოთ საოჯახო საქმეები. დაწყებული სახლში წებოთი მომზადებით და სახლის გათბობით დამთავრებული.

წიგნების ბევრი სერია საკვებს ეხებოდა: მის მოყვანას, შენახვას და მომზადებას. ამ სერიაში იყო ზოფი პეხის წიგნები „ბოსტნეულის კერძები. მათ შორის სადილები ერთი კერძით, მწნილები და დაკონსერვებული ბოსტნეული“ და „60 კერძი კომბოსტოთი“, რომელშიც ყველაფერი ბოსტნეულით მომზადებას ეხებოდა. ყველაზე მრავალფეროვანი კერძები კარტოფილისგან მზადდება. სწორედ ამიტომ, ბოლესლავა კავეცკაია–სტარმახის წიგნი „ასი კერძი კარტოფილით“ პოპულარობით სარგებლობდა.

„100 კერძი კარტოფილით“

ეს წიგნი კარტოფილის კვებითი ღირებულებების მოკლე შესავლით იწყება. ასევე მის შენახვაზე მოკლედ ეწერა. ყველაზე საინტერესო რეცეპტებია. ისინი დაყოფილია კატეგორიებად: წვნიანები, სალათები, ხორციანი კერძები, ვეგეტარიანული კერძები, სოუსები, დესერტები. ბევრი კერძი ჩვენთვის ნაცნობია: კარტოფილის გირცი, პიურე, კარტოფილის წვნიანი და, რა თქმა უნდა, კარტოფილის ბლინები.

წიგნში ბევრი საკმაოდ უცნაური რეცეპტი იყო. მაგალითად, კარტოფილის სოუსი კარამელით, ლიმონის წვენით და პომიდვრით საინტერესოდ, მაგრამ ეგზოტიკურად გამოიყურება. ბევრ რეცეპტში შემწვარი (ფქვილი, კარაქში შემწვარი) გამოიყენება. ახლა თითქმის ყველა კერძში გამოიყენება. იაფი და ნოყიერი რამაა. ომის დროს ასეთი ინგრედიენტი შეუცვლელი იყო.

მაშინ ხელმისაწვდომი პროდუქტებით საკვებად ვარგისი კერძის მომზადება ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. წიგნში თითოეული რეცეპტისთვის უფრო მარტივი ვარიანტიც არსებობს. თითოეული ინგრედიენტისთვის ალტერნატივაც არსებობს. წიგნის ავტორმა შეზღუდული პროდუქტებით წარმოუდგენელი რაოდენობის რეცეპტები მოიფიქრა.

გემრიელი კერძები კარტოფილით

გთავაზობთ ორ მარტივ რეცეპტს, რომელიც ახლა შეგიძლიათ მოამზადოთ. მოკრძალებული ბიუჯეტისთვის ზუსტად შესაფერისია. პირველი რეცეპტი კარტოფილის სალათია. მარტივი რეცეპტია, რომელიც თქვენს კულინარიულ წიგნში ნამდვილად დარჩება.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ მოხარშული კარტოფილი
  • 5 ს/კ მოხარშული ბოსტნეული
  • 2 ს/კ მწვანე ბარდა
  • 2 მოხარშული კვერცხი
  • მაიონეზი

მომზადების წესი:

სალათი თვალსაჩინოა. ყველა ინგრედიენტი მოხარშეთ, კუბებად დაჭერით და აურიეთ. მოხარშულ ბოსტნეულად შეგიძლიათ სტაფილო ან ყვავილოვანი კომბოსტო გამოიყენოთ. წიგნში სალათის მოსაკაზმად სახლის მაიონეზის გამოყენებას გვირჩევენ.

იყო კლასიკური რეცეპტი კარაქით და მის გარეშე. როგორ მოვამზადოთ? 1 ჩ/კ ფქვილი 1 ს/კ კარაქზე შეწვით. ცივი წყალი დაუმატეთ. როცა ნარევი გაგრილდება, 1 ჩ/კ მდოგვი, 1–2 უმი კვერცხის გული, ლიმონის წვენი, შაქარი და მარილი გემოვნებით დაუმატეთ. კარგად აურიეთ.

ფარშირებული კარტოფილი

ინგრედიენტები:

  • 10 კარტოფილი
  • 250 მლ ნაღები
  • 1 კონა ოხრახუში

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • კარტოფილის რბილობი
  • 3 ქაშაყის ფილე
  • 2 კვერცხი
  • 1 ხახვი
  • 2 ს/კ ნაღები
  • სანელებლები გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. კარტოფილი მოხარშეთ. თითოეული კარტოფილი შუაზე ჩაჭერით და კოვზით რბილობი ამოიღეთ, რომ ნავები გააკეთოთ.
  2. ქაშაყის ფილე, კარტოფილის რბილობი და ხახვი დააქუცმაცეთ. ნედლი კვერცხი, ნაღები და სანელებლები დაუმატეთ. ნაღების ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ რძე ან კარაქი, რასაც ჭამთ. ოხრახუში დააქუცმაცეთ და შიგთავსს დაუმატეთ.
  3. კარტოფილი შიგთავსით გაავსეთ. საცხობ ფორმაზე დადეთ, ნაღები დაასხით და 30 წუთით ღუმელში აცხვეთ. სუფრაზე ცხელი კერძი გაიტანეთ. დაქუცმაცებული მწვანილით გააფორმეთ.

ასეთი ძველი რეცეპტები ექსპერიმენტებისა და კარტოფილის გემრიელი უჩვეულო კერძებისკენ გვიბიძგებს. ჩვეულებრივი კარტოფილისგან ასობით კერძის მომზადება შეიძლება. კულინარიულ დახვეწილობაში წარმატებებს გისურვებთ!