7 რეცეპტი, როგორ დავამწნილოთ კიტრი გემრიელად

404

მე და დედა მუქთამჭამელები ვართ. კონსერვებთან ვერ ვმეგობრობთ, ამიტომ სოფელში მცხოვრები ნათესავების გულუხვობით მუდმივად ვსარგებლობთ. აი, ბებიამ ნამდვილად იცოდა, როგორ დაემწნილა კიტრი გემრიელად. არა ერთი, არამედ მთელი 7 რეცეპტი ჰქონდა. ეს რეცეპტები ჩემსავით ზარმაცი დიასახლისებისთვის შესანიშნავია.

ნაკლებად მარილიანი კიტრი შემწვარ კარტოფილთან ერთად ჩემი მეუღლის საყვარელი კერძია. სანამ გარნირზე ვჯადოქრობ, მეუღლე პარკიდან კიტრს იღებს. ამბობს, რომ ამჯერად ძალიან ხრაშუნა გამოვიდა!

7 მარტივი რეცეპტი, როგორ დაამარილოთ კიტრი გემრიელად

თითოეული რეცეპტისთვის ერთნაირი ზომის კიტრებს ვარჩევ. ასე ბოსტნეული ერთნაირად მარილდება. თუ ბოსტნეულს ბაზარში ყიდულობთ, კიტრი წყალში 1 საათით აუცილებლად ჩაალბეთ. თუ ახლახანს კვლებიდან მოკრიფეთ, მაშინ საჭირო არაა. ბოლოების მოჭრაც საჭირო არაა.

კლასიკური რეცეპტი

ინგრედიენტები:

  • 1,5 კგ კიტრი
  • 1 კონა კამა
  • 0,5 პირშუშხას ძირი
  • 10 პირშუშხას ფოთოლი
  • 5 კბილი ნიორი
  • 4 ცალი ბაჰარის წიწაკა
  • 0,5 ჩ/კ მდოგვის მარცვალი
  • ჩილის წიწაკა გემოვნებით
  • 1,5 ლ წყალი
  • 3 ს/კ მარილი

მომზადების წესი:

  1. ქილების ძირში დაჭრილი კამის და პირშუშხას ფოთლების ნახევარი ჩააფინეთ. რგოლებად დაჭრილი პირშუშხას ძირი და ნიორი, დაჭრილი ჩილის წიწაკა და სანელებლები დაუმატეთ.
  2. კიტრი მჭიდროდ ჩააწყვეთ. ზემოდან დარჩენილი სანელებლები მოაყარეთ. ცივ წყალს მარილი აურიეთ და კიტრს დაასხით. კიდევ ერთი ფინჯანი წყალი შეგიძლიათ დაასხათ, რომ ყველაფერი მარილწყალში დაიფაროს.
  3. სიმძიმისთვის თეფში დაადეთ, თავსახური მსუბუქად დაახურეთ. 2 დღე ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ. ამის შემდეგ მაცივარში შეინახეთ. წასახემსებელი მე-5 დღეს იდეალურია.

კიტრი ერთ დღეში

ინგრედიენტები:

  • 1,5 კგ კიტრი
  • 2 ს/კ მარილი
  • 1 კონა კამა
  • 1 თავი ნიორი
  • 1 ლ წყალი

მომზადების წესი:

  1. ორი ლიტრიანი ქილის ძირში ცოტა კამა ჩააფინეთ. კიტრი მჭიდროდ ჩააწყვეთ. მათ შორის და ზემოდან კიდევ რამდენიმე კამა მოათავსეთ. შუაზე გაჭრილი ნივრის კბილები დაუმატეთ.
  2. თითოეულ ქილას 1 ს/კ მარილი დაუმატეთ. ცხელი წყალი ბოლომდე დაასხით. პლასტმასის თავსახურები დაახურეთ და შეანჯღრიეთ. კიტრი ღამით მაგიდაზე გააჩერეთ. მზადაა!

სწრაფი „კასრის“ კიტრი

ინგრედიენტები:

  • 1,5 კგ კიტრი
  • 0,5 კონა კამა
  • 4 ფოთოლი ალუბალი
  • 4 ფოთოლი შავი მოცხარი
  • 6 კბილი ნიორი
  • 1 ლ წყალი
  • 2 ს/კ მარილი

მომზადების წესი:

  1. ორი ლიტრიანი ქილის ძირში კამა და დაჭრილი ნიორი, არომატული ფოთლები ჩააფინეთ. კიტრს ბოლოები მოაჭერით და ქილაში მჭიდროდ ჩააწყვეთ. ცხელ წყალში მარილი გახსენით და მარილწყალი ქილაში ჩაასხით.
  2. კიტრებს ზემოდან რამდენიმე თეთრი პურის ნაჭერი დაადეთ. მათაც ცხელი წყალი ბოლომდე დაასხით. ქილებს თავსახური დაახურეთ და 2 დღე მაგიდაზე გააჩერეთ. ამის შემდეგ მაცივარში შეინახეთ.

ნაკლებად მარილიანი კიტრი მინერალური წყლით

ინგრედიენტები:

  • 1,5 კგ კიტრი
  • 4 კბილი ნიორი
  • 0,5 კონა კამა
  • 4 ფოთოლი პირშუშხა
  • 2 ს/კ მარილი
  • 1 ლ ძალიან გაზიანი მარილი

მომზადების წესი:

  1. ორი ლიტრიანი ქილის ძირში კამა, პირშუშხა, დაჭრილი ნიორი და თითო დაფნის ფოთოლი ჩააფინეთ. კიტრი ქილებში მჭიდროდ ჩატუმბეთ. ზემოდან მწვანილი და ნიორი კვლავ დაუმატეთ.
  2. 200 მლ წყალში მარილი გახსენით. მარილწყალი დანარჩენ წყალს აურიეთ. ნარევი ქილაში ჩაასხით. ქილები თეფშზე დააწყვეთ, თავსახურები დაახურეთ. 1 დღე მაგიდაზე გააჩერეთ, შემდეგ მაცივარში კიდევ ერთი დღე შეინახეთ.

„მშრალი“ ნაკლებად მარილიანი კიტრი: სურნელოვანი და კლასიკური

ინგრედიენტები:

  • 1,5 კგ კიტრი
  • 1 კონა კამა
  • 1 თავი ნიორი
  • 0,33 ჩ/კ პაპრიკა
  • 0,33 ჩ/კ კურკუმა
  • 0,33 ჩ/კ დაფქული შავი წიწაკა
  • 0,33 ჩ/კ დაფქული ქინძი

მომზადების წესი:

  1. კიტრებს ბოლოები მოაჭერით. ნიორი და კამა წვრილად დაჭერით. კიტრი 2 ზიპპაკეტში ჩააწყვეთ. აქვე ნიორი და კამა, თითო ჩაის კოვზი მარილი დაუმატეთ. ერთ პაკეტში სანელებლები ჩაყარეთ.
  2. პაკეტები შეკარით და აურიეთ. 12 საათით მაგიდაზე გააჩერეთ. თუ მაშინვე მაცივარში შეინახავთ, კიტრი 1 დღეში გამოსაყენებლად მზად იქნება.

კიტრი ზამთრისთვის

ინგრედიენტები:

  • 1,7 კგ კიტრი
  • 0,5 პირშუშხას ძირი
  • 6 პირშუშხას ფოთოლი
  • 3 შავი მოცხარის ფოთოლი
  • 3 ალუბლის ფოთოლი
  • 1 კონა კამა
  • 4 კბილი ნიორი
  • 2 ს/კ მარილი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 1 ს/კ ძმარი

მომზადების წესი:

  1. სამლიტრიანი ქილის ძირში ჩააფინეთ კამის ნაწილი ტოტებით და ქოლგებით, პირშუშხას ფოთლები, მოცხარი და ალუბალი. აქვე დაუმატეთ პირშუშხას ძირი და ნიორი. კიტრის ნახევარი ქილაში მჭიდროდ ჩააწყვეთ.
  2. კიტრებს ზემოდან დარჩენილი მწვანილი და სანელებლები დაუმატეთ, ზემოდან კვლავ კიტრი დააწყვეთ. ცივი, სუფთა წყალი დაასხით. ნახვრეტიანი თავსახური დაახურეთ. წყალი ქვაბში გადაასხით.
  3. წყალი ადუღებამდე მიიყვანეთ, მარილი და შაქარი დაუმატეთ. კვლავ ადუღებამდე მიიყვანეთ. ცხელი მარილწყლით ქილა შუა ნაწილამდე გაავსეთ. 6%–იანი ძმარი დაუმატეთ. კიტრს მარილწყალი ბოლომდე დაასხით.

როგორც წინა შემთხვევაში, ასეთი კიტრის მწნილიც თეფშზე უნდა დატოვოთ. თავსახური დააფარეთ და 36 საათით გააჩერეთ. ამის შემდეგ მაცივარში შეინახეთ. რამდენიმე დღეში იდეალურად ხრაშუნა და მჟავე წასახემსებელი მზად იქნება. თუ დღემდე არ იცოდით, როგორ დაგემწნილებინათ კიტრი გემრიელად, ერთ–ერთი ზემოთ მოცემული რეცეპტი სცადეთ.