თევზის პაშტეტი – სასარგებლო, ნოყიერი და ძალიან გემრიელი კერძი

1254

თევზის პაშტეტი საკმაოდ სასარგებლოა, მზადდება მარტივად, არის ძალიან გემრიელი და ამავდროულად ნოყიერი კერძი. გასტრონომია გთავაზობთ თევზის პაშტეტის საუკეთესო რეცეპტს.

ინგრედიენტები: 

  • ნედლი თევზი – 800 გრამი
  • ლიმონი – 1 ცალი
  • მწვანილი და სალათა – 200 გრამი
  • ხახვი – 100 გრამი
  • ზეთი – 100 გრამი
  • ფრანგული ფუნთუშა – 1 ცალი
  • კვერცხი – 2 ცალი
  • დანაყილი ორცხობილა – 200 გრამი
  • თეთრი საწებელი – 1/2 ჩაის ჭიქა
  • პურის ფქვილი – 1 ½   ჩაის ჭიქა
  • მარილი და შავი პილპილი  – გემოვნების მიხედვით

მომზადების წესი:

  1. გასუფთავებული ნედლი თევზი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. მასთან ერთად გავატაროთ ხახვი და ფრანგული ფუნთუშის დამბალი გული. ავურიოთ 2 ცალი კვერცხი, ლიმონის წვენი, დავუმატოთ მარილი, შავი პილპილი და ჩავდოთ ზეთმოსხმულ და ორცხობილამოყრილ ყალიბში.
  2. ცალკე მოვზილოთ ფქვილის ცომი ზეთით და წყლით.
  3. ეს ცომი გავათხელოთ, ხუფუვით დავაფაროთ ორცხობილამოყრილ თევზის სატენს და შევდგათ ცხელ ჰაერღუმელში გამოსაცხობად.
  4. კარგად გამოცხობის შემდეგ მოვხადოთ ზემოდან ცომის ხუფი, პაშტეტი ფრთხილად გადავიტანოთ დიდ თეფშზე, ირგვლივ მოვასხათ თეთრი საწებელი და ამ საწებელზე მოვაყაროთ დაფშვნილი ან პატარა ნაჭრებად დაჭრილი გამომცხვარი ცომის ხუფი.
  5. ეს გემრიელი კერძი მოვრთოთ მწვანილით და სალათის ბოთლებით.