ფუნთუშები ბორშისთვის ნივრით და მწვანილით

739

ბავშვობის კერძები ყოველთვის ტკბილად გვახსენდება. ამ კერძს დედა მუდამ ამზადებდა.

სოფელში ამ ფუნთუშებს ბალაბუშკებს ვეძახდით.

ინგრედიენტები

  • რძის მასა 250მლ
  • მარილი 1,5 ჩაის კოვზი
  • შაქარი 1 სუფრის კოვზი
  • ხორბლის ფქვილი 500გ
  • საფუარი 1,5 ჩაის კოვზი
  • მზასუმზირის ზეთი 6 სუფრის კოვზი
  • ნიორი 2 კბილი
  • მწვანილი
  • წყალი 4 სუფრის კოვზი

მომზადება

1.რძეის მასას დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი მარილი და შაქარი. მოაყარეთ გაცრილი ფქვილი, საფუარი და მოზილეთ ცომი.

2.როცა ცომი გახდება მკვრივი, ჩაასხით 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი და მოზილეთ ცომი. თქვენ უნდა მიიღოთ რბილი და ოდნავ წებოვანი მასა.

3.ჯამს წაუსვით ზეთი, გადაიტანეთ ცომი, დააფარეთ პირსახოცი და დაელოდეთ 40 წუთი. ჩზილეთ და დაელოდეთ 15 წუთი.

4.ცომს მიეცით ფუნთუშის ფორმა და დაალაგეთ ცხიმით დამუშავებულ ფორმაზე. დაელოდეთ 10 წუთი, გამოაცხეთ 200 გრადუსზე 20 წუთი.
5.4 სუფრის კოვზ ზეთს დაუმატეთ მარილი, მწვანილი, ნიორი და მოურიეთ. ცხელ ფუნთშებს მოასხით ცხელი წყალი და შემდეგ მომზადებული სოუსი.

გემრიელად მიირთვით!