Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ ვაშლის პეროგის სწრაფ და მარტივ რეცეპტს. აუცილებლად სცადეთ, როცა ტკბილეული მოგენატრებათ.
ინგრედიენტები:
- 2 ტკბილ–მჟავე ვაშლი
- 1 ნაჭერი კარაქი
- 20 მლ წყალი
- 20 მლ ლიმონის წვენი
- 20 გრ შაქარი და დარიჩინი
- 200 გრ არაჟანი
- 50 გრ კარაქი
- 130 გრ ფქვილი
მომზადების წესი:
- ვაშლი თხელ ნაჭრებად დაჭერით.
- ტაფაზე კარაქი გაადნეთ და ვაშლის ნაჭრები ჩააწყვეთ. აურიეთ, წყალი და ლიმონის წვენი დაასხით. შაქარი და დარიჩინი მოაყარეთ.
- თავსახური დაახურეთ და ვაშლის დარბილებამდე შეწვით.
- კვერცხი, შაქარი და ვანილი აურიეთ.
- არაჟანი და რბილი კარაქი დაუმატეთ. მასა სათქვეფით ათქვიფეთ.
- გაცრილი ფქვილი დაუმატეთ და ცომს ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
- მიღებული ცომი ვაშლს მოასხით, თავსახური დაახურეთ და კიდევ 13 წუთით სუსტ ცეცხლზე წვით.
- თეფშით პეროგი გადააბრუნეთ და რამდენიმე წუთით მეორე მხარეს შეწვით.
- სურვილის შემთხვევაში ცხიმიანი არაჟანი შაქრის ფხვნილთან ერთად ათქვიფეთ და მიღებული კრემი პეროგს ზემოდან წაუსვით. ვაშლის ტორტი გამოვა.
გემრიელად მიირთვით!