როგორ მოვამზადოთ მაკარონი პლოტსკი

4179

მართალია ევროპაში მაკარონი ჩინეთიდან შემოვიდა, მაგრამ სწორედაც, რომ იტალიელებმა ასწავლეს სამყაროს ამ ინგრედიენტებისგან საოცარი კერძების მომზადება.

მაკარონს ხარშავენ, წვავენ, აცხობენ, ამზადებენ ყველით, სოკოთი, ყველანაირი ბოსტნეულით და ზღვის პროდუქტებით.

ამ მრავალფეროვან კერძებს შორის არის ერთი, რომრლოც ჩვენს ქვეყანაში ძალიან პოპულარულია, სწორედ ეს კერძია მაკარონი პლოტსკი.

როგორ მოვამზადოთ მაკარონი პლოტსკი

XIX საუკუნეში რუსი მეზღვაურები მძიმე დღის შემდეგ ჯილდოდ ხორციან მაკარონს იღებდნენ. მალევე ამ კერძმა ზღვიდან სამზარეულოში გადაინაცვლა და მოიგო მილიონობით ადამიანის გული.

საინტერესოა, რომ ამ კერძის დასახელება ცნობილი გახდა გასული საუკუნის 50 იან წლებში. 1939 წელს გამოცემულ კულინარიულ წიგნში თქვენ ვერ შეხვდებით ამ კერძს, რადგან იქ მხოლოდ ხორციანი მაკარონია შეტანილი.

როგორც ყველა გემრიელ კერძს, პლოტსკის მაკარონსაც აქვს საიდუმლოებები, რომელსაც დღეს ჩვენ გაგიზიარებთ.

როგორ მოვამზადოთ მაკარონი ხორცით

1.მაკარონი უნდა მოხარშოთ საშუალოდ ისე, რომ ნახევრად მყარ მდგომარეობაში დარჩეს, რაც მთავარია არ უნდა გადაგეხარშოთ. ამის გაკეთება მოსახერხებელია დიდ ქვაბში, რადგან მაკარონები ერთმანეთს არ მიეკრობა.

2.ამ შემთხვევაში საუკეთესოა მილის ფორმის მაკარონი. რაც უფრო მეტი შიგთავსი ჩაეტევა მაკარონში მით უკეთესია.

3.შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ხორცი, მაგრამ უმჯობესია საქონლის. მას აქვს დამაზასიათებელი გემო და არომატი.

ინგრედიენტები

  • 300გ მაკარონი
  • 600გ ფარში
  • 1 ხახვი
  • 1 სტაფილო (სურვილისამებრ)
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 სუფრის კოვზი ტომატ პასტა
  • 0,5 ჭიქა წყალი
  • 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
  • მარილი და წიწაკა გემოვნებით
  • 50გ ყველი ან არაჟანი (სურვილისამებრ)

მომზადება

1.წვრილად დაჭერით ხახვი და ნიორი.

2.ღრმა ტაფაზე შეწვით ბოსტნეული. ხახვთან ერთად შეგიძლიათ სტაფილოც შეწვათ.

3.ბოსტნეულს დაუმატეთ ფარში და შეწვით 10-12 წუთი.

4.დაუმატეთ ტომატ პასტა, მოურიეთ და შეწვით კიდევ 2 წუთი.

5. ჩაასხით ნახევარი ჭიქა ცხელი წყალი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა, მოტუშეთ 5 წუთის განმავლობაში.

6.მოამზადეთ მაკარონი შეფუთვაზე დატანილი ინსტრუქციის მიხედვით.

7.მაკარონი დაუმატეთ ფარშს, მთლიანი მასა ცეცხლზე გააჩერეთ 5 წუთი.

8.გემრიელად მიირთვით!

ამ კერძის დაგემოვნებამდე მას მოახეხეთ ყველი. ასევე ძალიან უხდება არაჟანი. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის მარტივი, გემრიელი და ძალიან ნოყიერი კერძი, რომელიც ნებისმიერი დღესასწაულის მაგიდას დაამშვენებს.