სწრაფად მოსამზადებელი გემრიელობა ლავაშისგან: შინაური სამზარეულოს კლასიკა

1821

ჩვენ არაერთხელ მოგვიმზადებია მსგავსი ხემსი და დღეს კვლავ დავუბრუნდით, იმიტომ, რომ ეს კერძი შიგთავსის ექსპერიმენტების საშუალებას საუკეთესოდ იძლევა. ეს ხემსი ნამდვილი მისწრებაა, როცა სტუმრები თავს მოულოდნელად დაგადგნენ, ასევე იდეალურია პიკნიკზე მწვადთან ერთად.

დიახ, ეს გახლავთ თხელი ლავაშის რულეტები. შიგთავსის სახით ამჯერად ახალი ბოსტნეული და კრაბის ჩხირებია. გამოიყენეთ მართკუთხა ლავაში, რადგან მისი რულეტად დახვევა უფრო მოხერხებულია. ქოლესტერინით სავსე მაიონეზის ნაცვლად კი ხაჭოს ყველის ნაზი სოუსი.

ინგრედიენტები

  • 1 ც ლავაში
  • 150 გრ ნაღების ყველი
  • 150 გრ სულგუნი
  • 1 კბ ნიორი
  • 1 ც სტაფილო
  • 1 ც ბულგარული წიწაკა
  • 100 გრ კრაბის ჩხირები
  • 80 გრ ბროკოლი
  • 0,5 კონა კამა

მომზადება

1. დაჭერით კამა და შეურიეთ ნაღების ყველს, დაუმატეთ გატარებული ნიორი.

2. გახეხეთ სტაფილო, დაჭერით წვრილ ზოლებად ბულგარული წიწაკა. დაასხით ბროკოლის მდუღარე წყალი, გააჩერეთ 3 წთ და დაწურეთ.

3. ლავაშს წაუსვით ხაჭოს სოუსი, მოაყარეთ სტაფილო, შემდეგ ბულგარული წიწაკა და გახეხილი სულგუნი და დაქუცმაცებული ბროკოლი.

4. დაჭერით ოთხ ნაწილად სიგრძეზე კრაბის ჩხირები და მოათავსეთ შიგთავსზე. დაახვიეთ რულეტი, შეახვიეთ საკვების ცელოფანში და შედგით მაცივარში 15 წუთით. მირთმევამდე დაჭერით.

კერძი მარტივი ინგრედიენტებისგან შედგება, არადა სადღესასწაულოდ გამოიყურება! მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!