ლულ – ქაბაბი ბადრიჯანში წკირებზე

742

აღმოსავლური სამზარეულო მთელს მსოფლიოში გამორჩეულია. ლულ-ქაბაბი ძალიან პოპულარული კერძია. მისი ათასი სახეობა არსებობს. ტრადიციულ რეცეპტზე დაყრდნობით მინდა მოვამზადო საინტერესო ვარიაცია: ლულ – კიბაბი ბადრიჯანში წკირებზე. ინგრედიენტები საოცრად ჰარმონირებს ერთმანეთთან.

ტრადიციულად ეს კერძი მზადდება ცხვრისგან, მაგრამ მე მინდა გამოვიყენო საქონლის ხორცი. ვფიქრობ ეს კერძს მეტად შეამსუბუქებს. ბადრიჯანი – უპირობოდ ამ კერძის ვარსკვლავია.

ინგრედიენტები

  • საქონლის ხორცი 250გ
  • ხახვი 1 ცალი
  • კვერცხი 1 ცალი
  • ნიორი 4 კბილი
  • საფანელი 1 სუფრის კოვზი
  • მწვანილი
  • ხორცის სანელებლები გემოვნებით
  • ბადრიჯანი 2 ცალი
  • პომიდორი 2 ცალი
  • პომიდვრის პასტა 1 ჩაის კოვზი
  • ბულგარული წიწაკა 5 ცალი
  • მზესუმზირის ზეთი 50მლ
  • მშრალი ბაზილკი გემოვნებით
  • ორეგანო, მარილი, შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.დააქუცმაცეთ ხახვი და 2 კბილი ნიორი მწვანილთან ერთად. დაუმატეთ კვერცხი, საფანელი და ფარში. მოაყარეთ მარილი, წიწაკა და სანელებლები. 8 კატლეტი მოამზადეთ ფარშისგან.

2.კატლეტები წამოაცვით ხის წკირებზე და შეინახეთ მაცივარში 30 წუთი.

3.დაჭერით ბადრიჯანი თხლად. მოაყარეთ მარილი და დატოვეთ 5 წუთი.

4.მომზადებული ბადრიჯანი შეწვით ორივე მხრიდან ზეთში.

5.შეწვით წიწაკა.

6.კანი მოაშორეთ პომიდორს, დაჭერით კუბიკებად. მოთუშეთ ტაფაზე ზეთში. დაუმატეთ პომიდვრის პასტა და ცოტა წყალი. გააჩერეთ რამდენიმე წუთი. მოაყარეთ მარილი, ბაზილიკი, დაქუცმაცებული ნიორი და ორეგანო.

7.ხორცს შემოახვიეთ ბადრიჯანი და გაამზადეთ გამოსაცხობად. დაუმატეთ შემწვარი წიწაკა და პომიდვრის სოუსი.

8.ფორმას დააფარეთ ფოლგა და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 15 წუთი. მოხსენით ფოლგა და გამოაცხვეთ დამატებით 10 წუთი.

გემრიელად მიირთვით!