ცხელი საუზმე 15 წუთში: მოწითალო კვერები ხაჭოთი და ვაშლით

1048

თითოეულ ადამიანს საუზმის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა აქვს. ზოგს ფინჯანი გამამხნევებელი ყავა ყოფნის. სხვები თვლიან, რომ ნოყიერი საუზმე პროდუქტიული დღის გარანტიაა. ყველა თანხმდება, რომ საუზმე სწრაფად უნდა მომზადდეს. „გასტრონომია“გთავაზობთ ზარმაცი საუზმის ვარიანტს ხაჭოთი. ხაჭოს კვერები ხაჭოს ბლინების და გამომცხვარი ნაწარმის კარგი ალტერნატივა გახდება.

რეცეპტი საკმაოდ მარტივია, შემადგენლობა საშუალებას გაძლევთ ასეთი საუზმე თუნდაც  ყოველდღე მოამზადოთ. ხაჭოს ღვეზელს ჩვენ ვაშლი დავუმატეთ. მასთან ერთად უფრო ნოყიერ და ნაზ კერძს მიიღებთ. ხაჭოს კვერების ერთხელ მომზადება სცადეთ და ოჯახის წევრები მის ხშირად მომზადებას მოგთხოვენ.

ინგრედიენტები:

  • 180-200 გრ ხაჭო
  • 80 გრ ხორბლის ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • 2,5-3 ს/კ შაქარი
  • 1 ვაშლი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 1 მწიკვი მარილი

მომზადება:

1. დიდ თასში კვერცხი და შაქარი აურიეთ. ხაჭო და მარილი დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.

2. გაცრილი ფქვილი გამაფხვიერებელთან ერთად დაუმატეთ და აურიეთ. თქვენ სქელი ხაჭოს მასა უნდა მიიღოთ.

3. ვაშლი პატარა ნაჭრებად დაჭერით და მასას დაუმატეთ. შეგიძლიათ ვაშლი მსხვილ სახეხზე გახეხოთ, მაგრამ ზედმეტი წვენის მოშორება მოგიწევთ.

4. ტაფას ცხიმი წაუსვით და ცომი მოათავსეთ, კოვზით ან ხის ჯოხით გაათანაბრეთ.  თავსახური დაახურეთ და საშუალოზე ცოტა დაბალ ცეცხლზე 15 წუთით აცხვეთ.

5. კვერები მეორე მხარეს გადააბრუნეთ. თავსახური დაახურეთ და კიდევ 5-10 წუთით აცხვეთ. მზა კვერი თეფშზე გადაიტანეთ.

კვერები ვაშლით იმწამსვე სუფრაზე გაიტანეთ, სანამ ჯერ კიდევ თბილია. არაჟანთან ან მურაბასთან ერთად ძალიან გემრიელი იქნება. ფინჯანი ჩაი მოადუღეთ, კვერის ნაჭერი აიღეთ და ჯადოსნური საუზმით დატკბით.