უგემრიელესი სუპი ბურღულეულის გარეშე

738

მე ძალიან მიყვარს სუპები, ამიტომაც ხშირად ვამზადებ. ბურღულეულის გარეშეც შეიძლება საოცარი წვნიანი მოვამზადოთ. არაჟნის და ფქვილის სოუსი საუკეთესოდ ანაცვლებს სტანდარტულ ბრინჯს და ქერს.

ინგრედიენტები

  • ხორცის ბულიონი 1,5ლ
  • კარტფილი 2-3 ცალი
  • ხახვი 1 ცალი
  • სტაფილო 1 ცალი
  • მზესუმზირის ზეთი 2 სუფრის კოვზი
  • მწნილი კიტრი 4-5 ცალი
  • არაჟანი 4 სუფრის კოვზი
  • ხორბლის ფქვილი 1 სუფრის კოვზი
  • კიტრის მარინადი 2-3 სუფრის კოვზი
  • დაფნის ფოთოლი 2 ცალი
  • ძეხვი 3 ცალი
  • კამა
  • მარილი
  • შავი წიწაკა

მომზადება

1.გაასუფთავეთ კარტოფილი და დაჭერით კუბიკებად. აადუღეთ ბულიონი და ჩაყარეთ კარტოფილი.

2.დაჭერით ხახვი და მოთუშეთ ზეთში. დაუმატეთ გახეხილი სტაფილო და დაელოდეთ მის დარბილებას. დააქუცმაცეთ კიტრი და დაუმატეთ ტაფაზე არსებულ მასას. მოამზადეთ 5 წუთი.

3.ცალკე შეაერთეთ არაჟანი და ფქვილი, შემდეგ დაუმატეთ მწნილის წყალი. თქვენ უნდა მიიღოთ თხელი არაჟანი.

4.შემწვარი მასა მოათავსეთ ქვაბში კარტოფილთან. მოასხით არაჟნის სოუსი და მოურიეთ. დაუმატეთ დაფნა, მარილ და წიწაკა.

5.დაჭერით ძეხვი და დაუმატეთ დანარჩენ ინგრედიენტებს. მოხარშეთ 5 წუთი, უნდა შესქელდეს მასა ოდნავ. ბოლოს მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!