ქათმის ღვიძლის ნამცხვარი

668

ნაზი, არომატული, გემრიელი ღვიძლის ნამცხვარი სადღესასწაულოდ აუცილებლად უნდა მოამზადოთ.

ინგრედიენტები

  • 0,6კგ ქათმის ღვიძლი
  • 3 კვერცხი
  • 250მლ რძე
  • 1,5 ჭიქა ფქვილი
  • 75გ მცენარეული ზეთი
  • 2-3 ხახვი
  • 2-3 სტაფილო
  • 1 სუფრის კოვზი კამა
  • 700გ მაიონეზი
  • 1 სუფრის კოვზი ოხრახუში
  • 0,5 ჩაის კოვზი მარილი

მომზადება

1.გარეცხეთ ღვიძლი, დააბლენდერეთ ან გაატარეთ ხორცსაკეპში.

2.მიღებულ ფარშს დაუმატეთ კვერცხი, რძე და ფქვილი. ჩაასხით მცენარეული ზეთი და მარილი. მოურიეთ.

3.გააცხელეთ ტაფა და ფრთხილად ჩაასხით ცომი. გამოაცხეთ ბლინი.

4.გახეხეთ სტაფილო, ხახვი დაჭერით მრგვლად. ბოსტნეული მოთუშეთ ტაფაზე.

5.ააწყეთ კერძი: აიღეთ ბლინი, წაუსვით მაიონეზი და მოთუშული ბოსტნეული.

6.ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი და მწვანილი.

გემრიელად მიირთვით!