როგორ მოვხარშოთ კვერცხი ბზარების გარეშე

674

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული გვიახლოვდება , რაც ნიშნავს, რომ უნდა დავიწყოთ მზადება ამ საოცარი დღისთვის.

ყოველ წელს კვერცხების მომზადებისას იბზარებოდა მათი დიდი ნაწილი. დიდხანს ვეძია თუ რა შეიძლება გამხდარიყო ამის მიზეზი და როგორ შემეძლო ამ მიზეზის თავიდან არიდება. დღეს მე ერთ გამართლებულ მეთოდს შემოგთავაზებთ!

ყველაფერი გენიალური მარტივია.

როგორ მოვხარშოთ კვერცხი ბზარების გარეშე

გამოიტანეთ კვერცხი მაცივრიდან, აუცილებლად გამოიყენეთ ოთხაის ტემპერატურის პროდუქტი.

ქვაბი აავსეთ ცივი წყლით და აადუღეთ.

ქვაბი გადმოიტანეთ ცეცხლიდან და მოათავსეთ ოთახის ტემპერატურის კვერცხი.

დაელოდეთ 2 წუთი და შემდეგ მოათავსეთ ცეცხლზე. ცეცხლი უნდა იყოს დაბალი.

მოხარშეთ კვერცხი 10 წუთი. დუღილი უნდა იყოს ინტენსიური.

მზა კვერცხი ფრთხილად გადაიტანეთ ცივ წყალში.

ამ მეთოდის დამსახურებით კვერცხის ქერქი არ გაიბზრება, ამავდროულად კვერცხი დარჩება ფაფუკი. პატარა რჩევ: არ მოხარშოთ კვერცხი 10 წუთზე დიდხანს. წინააღმდეგ შემთხვევაში კვერცხის გული იქნება ძალიან უხეში.