მოამზადეთ დიეტური კოტლეტი ყაბაყისგან

2355

ყაბაყი შესანიშნავი, ზაფხულის ბოსტნეულია, რომელიც ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს და დიასახლისებს ვერ წარმოუდგენიათ სუფრა მისგან მომზადებული კერძების გარეშე.

დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ დიეტური კოტლეტები ყაბაყისგან. აუცილებელი ინგრედიენტები და ცოტაოდენი დროა საჭირო ამ გემრიელობის მოსამზადებლად. აუცილებლად მოამზადეთ და გაუმასპინძლდით თქვენი ოჯახის წევრებს ამ არაჩვეულებრივი კერძით.

კოტლეტები ყაბაყისგან

ინგრედიენტები

  • 7 ც საშუალო ზომის ყაბაყი
  • 200-300 გრ ძველი პური
  • 5-6 კბილი ნიორი
  • 2 ც კვერცხი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

მომზადების წესი 

1. პირველ რიგში, მოაჭერით ყაბაყს ღეროები, გათალეთ და მოაშორეთ თესლი.

2. წვრილად დახეხეთ ყაბაყი და მოაყარეთ მარილი. კარგად აურიეთ და გააჩერეთ 10 წუთით.

3. ამავდროულად, დაანამცეცეთ პური ბლენდერის მეშვეობით.

4. დაჭყლიტეთ ნიორი.

5. გახეხილი ყაბაყი კარგად გაწურეთ, რომ ზედმეტი სითხე მოაშოროთ.

6. გაწურულ ყაბაყს დაუმატეთ პურის ნამცეცები, კვერცხი, ნიორი და დაფქული პილპილი. კარგად მოურიეთ.

7. მიღებული მასისგან მოამზადეთ კოტლეტები. ტაფაზე დაასხით დიდი ოდენობით ზეთი, კარგად გააცხელეთ და შეწვით მასზე კოტლეტები.

კოტლეტები მიირთვით არაჟანთან ერთად.