ტორტი “ტრუფელი” შავი ქლიავით და ნიგვზით. ყველაზე გემრიელი ტორტი

691

ტრუფელის ტორტი ყველა ტკბილეულის მოყვარულს ძალიან უყვარს. მეტად გემრიელი დესერტი ჩემი აზრით არ არსებობს.

ინგრედიენტები

  • 100გ რძიანი შოკოლადი
  • 100გ კარაქი
  • 2 კვერცხი
  • 75გ შაქარი
  • 75გ ფქვილი
  • 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
  • 8-10 ცალი შავი ქლიავი
  • ნიგოზი

თუ მაღალი ტორტის მომზადება გინდათ, მაშინ უმჯობესია გააორმაგოთ ინგრედიენტები და გამოაცხვეთ 2 ბისკვიტი.

დასანამი მასა:

  • მაგარი ყავა + ვისკი (კონიაკი, ბრენდი)

კრემი

  • 50გ რძიანი შოკოლადი
  • 50გ მწარე შოკოლადი
  • 250მლ რძე
  • 3 კვერცხის გული
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი
  • ვანილი
  • 1 სუფრის კოვზი ფქვილი
  • 1/2 ჭიქა ნიგოზი (კრემისთვის ნუში გამოვიყენე)

ტრუფელის მასა

  • 200გ მწარე შოკოლადი
  • 200გ ნაღები 20%
  • 50გ კარაქი

დამატებით პრობლემებს რომ გავექცეთ, ტრუფელის მასასთან დაკავშირებით – ის გამოდის თხელი და ტორტიდან ცურავს, უმჯობესია ნაღების რაოდენობა 100-150გრ შევამციროთ.

მომზადება

ბისკვიტი:

  1. დაჭერით შავი ქლიავი და ნიგოზი. განაცალკევეთ ცილა და გული. გულს დაუმატეთ შაქარი.
  2. ათქვიფეთ ცილა აქაფებამდე. ცხელი წყლის აბაზანაზე გაალღვეთ შოკოლადი.
  3. დაჭერით კუბიკებად კარაქი და დაუმატეთ შოკოლადს, კარგად მოურიეთ და გადმოიტანეთ ცეცხლიდან.
  4. დაუმატეთ ათქვეფილი კვერცხის გული, შავი ქლიავი, ნიგოზი და კარგად მოურიეთ.
  5. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი. დაუმატეთ ათქვეფილი ცილა.
  6. ცომი გადაიტანეთ ფორმაში და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 20-30 წუთი.
  7. მზა ფირფიტა გააგრილეთ და გაჭერით შუაზე.

კრემი:

  1. დაჭერით შოკოლადი, გაალღვეთ ცხელ რძეში ან ნაღებში.
  2. კვერცხის გულს დაუმატეთ შაქარი, ვანილი და ფქვილი.
  3. ნელ-ნელა მოასხით შოკოლადი და მოურიეთ. შესქელებამდე გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე.
  4. გაგრილებულ კრემს დაუმატეთ დაქუცმაცებული ნიგოზი (მოხალული).
  5. მოვამზადოთ ტრუფელის მასა: დაჭერით შოკოლადი და გაალღვეთ ნაღებში.
  6. დაჭერით კარაქი კუბიკებად და დაუმატეთ შოკოლადს.
  7. გააგრილეთ.
  8. ტორტს არ დაასხათ ცხელი მასა.

აწყობა:

  1. ფირფიტას წაუსვით შოკოლდი კრემი, თანაბრად გადაანაწილეთ.
  2. მოასხით ტრუფელის მასა და თანაბრად გადაანაწილეთ.
  3. გააფორმეთ თქვენი გემოვნებით. მე გამოვიყენე თეთრი შოკოლადი (1/3 შოკოლადის ფილა + 1 სუფრის კოვზი ნაღები).
  4. გააგრილეთ ტორტი.

გემრიელად მიირთვით!